შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მაკედონიასთან თამაშით როგორ შეიძლება დღევანდელი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რომ ვაკრიტიკოთ??? ეს თამაში საფეხბურთო მაფიამ ისე წარმართა,როგორაც საქმეს სჭირდებოდა!!!პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტოტალიზატორებში წარმოუდგენლად დიდი ფსონები დაიდო საქართველოს არ წაგებაზე. პანდევი დღეს მაკედონიის ნაკრების ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელია,ამიტომ გაატანინეს გოლი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.მესმის,რომ ასეთი რამის გაგება არავის სურს, ჩვენ ყველას გვაღიზიანებს,მაგრამ ეს არის ის რაც სინამდვილეში მოხდა.ბარსელონა-რეალის მატჩზე რომ ფოკუზი გაკეთდება,საქართველო-მაკედონიაზე რა გასაკვირია რომ მოხდეს ასეთი რამ!!!პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხები ქართველებს კარგად გვიცნობენ,დარწმუნებული იყვნენ,რომ საქართველოს ნაკრები ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებდა,თავის მოედანზე საშუალო დონის ნაკრებთან მოგებით მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე!!! არ დაბლოკოთ
....
12 იანვარი 2021 21:54
0
ახალკაცმა იმიტომ დადო შედეგი, რომ მის საქმეში არავინ ერეოდა. დღეს კი საქართველოში ამის გარანტიას ვერ მიიღებს, "შინაურ მღვდელს ხომ არასდროს ააქვს შენდობა", რატომ მოიშალოს ნერვები? გაგება შეიძლება. ამასთანავე, გუნდის 80% - ითაა გადასახალისებელი და ახალგაზრდობას მომაგრება უნდა ამას კი 3-4 წელი მაინც უნდა, ჩვენ კი შედეგი, დღეს გვინდა
ჟორა
28 დეკემბერი 2020 13:04
1
ნუ ფაქტიურად აღიარა რო არ არის მზად და შედეგს ვერ დადებს ამ ბიჭებით. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ არ ინარვიულებს პირიქით ყველას გაგვიხარდება...
ისე არც არის საჭირო ქართველი მწვრთნელი საჭირო ერთი 5 წელი მინიმუმ.
გიორგი
27 ნოემბერი 2020 19:43
0
ეეე,აბა აწყობილ გუნდში მუშაობა ადვილია,კარგი იქნებოდა არველაძე ან ცხადაძე მწვრთნელად,რადგან ახლანდელი მდგომარეობით ქართველი მწვრთნელი დაალაგებდა ყველაზე კარგად ნაკრებს.თუ უცხოელი გახდება საჭირო, ჩემი აზრით ნაკრებში სამხრეთელი მწვრთნელები იმუშავებენ უკეთესად,ვგულისხმობ ესპანელს,ან პორტუგალიელს,ან სულაც სამხრეთ ამერიკიდან,შეიძლება აგრეთვე მექსიკელის დანიშვნაც რადგან მექსიკელი მწვრთნელებიც საკმაოდ წარმატებულები არიან,ესენი უფრო გაუგებენ ქართულ მენტალიტეტს ვიდრე ჩრდილოელი რომელიც უემოციოდ იჯდება სკამზე და მაყურებლის როლში იქნება.
ziko
27 ნოემბერი 2020 18:25
0
ჰოო, აბა ნაკრები თუ მაგარი იქნა მაშინ მწვრთნელი სულ არ არის საჭირო!... მე რომ დამიძახონ, მეც ვუხელმძღვანელებ!...
მაგარი ნაკრების სამწვრთნელად ყველა წამოვა, უკან არავინ არ დაიხევს!
საქმე ისაა არაფრისგან, რომ შეჰქმნი რაღაცას!!
buba
27 ნოემბერი 2020 13:20
7
უარს იმიტომ ამბობს რომ იცის ამ ფეხბურთელებით შედეგს ვერ დადებს და გინებას დაუწყებენ სამი-ოთხი თამაშის შემდეგ.თუ გვიფიქრია რის ხარჯზე უნდა მოგვეგო მაკედონიისთვის,უკეთესი კლუბები გვყავს არა,უკეთეს გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები არა, აბა რის ხარჯზე თავგანწირვის რაღაც არ ეტყობოდათ ეს ჩვენს ფეხბურთელებს.37წლის პანდევიც კი უკეთ იყო ფიზიკურად მომზადებული ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მოთამაშე.პრობლემა ისაა რომ დააგროვებენ გარკვეულ თანხას და შემდეგ თავის შეწუხება აღარ უნდათ,თანახმა არიან იჯდნენ სათადარიგო სკამზე ან 10-15 წუთით ითამაშონ და ხელფასი აიღონ. ფეხბურთს კი ყოველდღიური შრომა ჭირდება რაც მაინცდამაინც არ გვიყვარს ქართველებს.გაიხსენეთ რამდენი ტალანტი დაიკარგა.
w
27 ნოემბერი 2020 12:33
3
ვერავითარი მწვრთვნელი ვერ გვიშველის. ფეხბურთელები არ არიან იმ დონის (ერთი ორის გარდა). ამის გამოსწორებას ათწლეულები უნდა. ტყუილად თავს ნუ ვიტყუილებთ. ნუ ხართ ილუზიებში. დააკვირდით მათ თამაშს და შეადარეთ ნებისმიერ ევროპულ საშუალო დონის კლუბს. მოკლედ ვიტყვი. ჩვენი მოთამაშე ასე აზროვნებს, ამ ბურთს მაინც ვერ დავეწევიო და ჩერდება. იქ კი, იცის ვერ დაეწევა მაგრამ ფიქრობს იქნებ დავეწიოო და ბოლომდე მისდევს ბურთს. ბევრი საუბარი შეიძლება მაგრამ ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას
ბადრი
27 ნოემბერი 2020 12:22
1
ამ ეტპზე რომელ კარგ მრწვთნელსაც სცალია იმას უნდა დაუძახონ ნკრებში! მაგალითად: პოჩეტინო,ალეგრი,ვალვერდე და ბენიტესი! ეს ნაკრებია ოზურგეთის მერცხალი კი არაა!
kaxa
27 ნოემბერი 2020 11:49
2
კობიაშვილთან არ უნდა მუშაობა და არც ვამტყუნებ, ცხადაძე რომ გააგდეს ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი და თანადგომა გამოუცხადა....
მ ი მ ი ნ ო
27 ნოემბერი 2020 10:59
5
გასაგებია რომ კობიაშვილის ე.წ ფანებს ( რატომღაც ქოცებს) არ გსურთ აღიაროთ რომ ისედაც ძლივს მსუნთქავი ქართული ფეხბურთი ( და არა მარტო) კობიაშვილი,კალაძეებმა სამარეში ჩაასვენეს.არც ის გახსოვთ რა ბინძური მეთოდებით მიგვიყვანს ეგენი,მაგარ სხვა მაინტერესებს. ჭკუამყოფელ ადამიანს,რომელსაც ოდნავ ჰქონია სპორტთან შეხება, გჯერათ რომ რაც დღეს ხდება ფეხბურთში,ამ უთავმოყვარეო და უამბიციო,ტექნიკურად და ფიზიკურად აბსოლუტურად მოუმზადებელი " ტიპებისგან" შეიძლება ნაკრების შეკოწიწდება? და რატომ მიგაჩნიათ რომ წარმატებულმა სპორტსმენმა და აღმავალმა მწვრთნელმა სასწორზე უნდა დადოს კარიერა,სახელი და მომავალი? არ დამიწყოთ ეხლა პატრიოტიზმს საუბარი.პ ატრიოტები პარლამენტში გვისხედან და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაც,სპორტიც და საერთოდ ყველაფერი.
ჟორიკა
28 დეკემბერი 2020 01:31
1
საერთოდ არაფერ შუაშია ეგ ფაქტი. უბრალოდ საქართველოში 100%-დან 0% დაგაგდებენ, გაგლანძღავენ,მიწასთან გაგასწორებენ, ისევე როგორც კობიაშვილს უკეთებენ ეხლა.ხალხი ბრბოა,ზოგმა ტოტალიზატორში წააგო,ზოგს პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებს,თორემ კარგად მახსოვს როდესაც რეზი არველაძე იყრიდა კენჭს,ყველა კობის გაპრეზიდენტებას ითხოვდა,დარწმუნებული ვარ ვინც ეზლა კობის ლანძღავთ,მათი უმეტესობაც.ეხლა უწიგნურს ეძახით ზოგიერთი,არადა ძველი თაობის ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია რომ ადამიანურად საუბრობს და ძველბიჭურად არ ბლატაობს. ყველას ქება დიდებაში გყავდათ კობი,ეხლა ყველა აგინებთ,რეალურად კი საქმე იმაშია,რომ ზედმეტად დიდი ამბიციები გაგვაჩნია,როგორც ქვეყანას,ასევე ხალხს და ფეხბურთის გულშემეტკივრებს,დავეშვათ მიწაზე,ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ პირნათლად და პატიოსნად,რომ ქვეყანას ეშველოს და შემდეგ ნელ-ნელა სპორტსაც ეშველება.
საქართველო
27 ნოემბერი 2020 11:33
2
მშვენივრად იცის ნაკრების პოტენციალი რომ ამათგან სალამური არ გამოვა, ხოდა რატომ აგინებინოს თავი? მერე ისევ ეს სასტავი გამოხვალთ და გინებას დაუწყებთ, თუ შედეგის დამდები არ იყო, რისთვის მოვიდა ნაკრებში, ტყუილად იღებსო ხელფასსო
გიორგი
27 ნოემბერი 2020 09:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული