"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა

AutoSharing Option
ისრაელის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თელ-ავივის მაკაბის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ვარიანტი განიხილება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ გეორგიოს დონისსაც დაუსვეს, რომელიც ამ შეკითხვამ ძალიან გააბრაზა. 

როგორც იცით, ხუთშაბათს "მაკაბიმ" საკუთარ მოედანზე "სივასპორს" სძლია და ევროპა ლიგის 1/32-ფინალში გავიდა. 

დონისიც სწორედ ამიტომ იყო გაცხარებული ჩვენ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ, თქვენ კი ახალ მწვრთნელზე მესაუბრებითო...

"ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. ფეხბურთში ბავშვობიდანვე ვარ. ვითამაშე ინგლისის პრემიერ ლიგაში და ასევე დიდ ბერძნულ კლუბებში.

ასევე ვწვრთნიდი დიდ გუნდებს. ზეწოლა და კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ეს მაშინ უნდა იყოს, როდესაც შედეგები ცუდია, მაგრამ ჩვენ ხომ კარგი შედეგები გვაქვს?!

თქვენ მეკითხებით რას ვფიქრობ მწვრთნელის შეცვლაზე, მე კი გპასუხობთ, რომ საბერძნეთში და კვიპროსში ჩემზე კარგი მწვრთნელი არავინაა, მათ შორის ქეცბაიაც", - თქვა დონისმა. 

altისრაელის ჩემპიონს მწვრთნელად თემურ ქეცბაია სურს

მკითხველის კომენტარები / 9 /
აუჰ ამას უთამაშია პრემიერ ლიგაში და საბერძნეთში აბა ქეცბამ სად ითამაშა.?
სამტრედია
17:16 12-12-2020
4
ქეცბაიამ ნერვებს და ემოციებს თუ არ მიხედა და მოერია, ვერასდროს ვერ მიაღწევს პროგრესს და დარჩება იმ სიმაღლეზე სადაც ეხლაა.
გუჯი
19:39 12-12-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული