ვის მისცეს ხმა ფიფას გამოკითხვაში საქართველოს წარმომადგენლებმა

AutoSharing Option
The Best Fifa Football Awards-ის გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოკითხვები იმართება, რომლებშიც მონაწილეობას მედიის წარმომადგენლებთან ერთად ფიფას წევრი ასოციაციის ყველა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი იღებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი დააყენა, მეორე და მესამე ადგილებზე კი - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.

გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია ვლადიმირ ვაისს, ფიფას რეპორტში 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზურაბ ხიზანიშვილის ხმაა დაფიქსირებული. "ხიზანამ", კანკავას მსგავსად, საუკეთესოდ ლევანდოვსკი მიიჩნია, მეორე ადგილზე რონალდო დააყენა, მესამეზე კი - სერხიო რამოსი.

მედიის წარმომადგენლებიდან ხმა
ზურაბ ფოცხვერიამ მისცა და საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდო დაასახელა. მეორე არჩევანი კევინ დე ბრუინი იყო, ხოლო მესამე კი - რობერტ ლევანდოვსკი.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოცხვერია არ გრცხვენია? :)) ეს ხუმრობით და ისე მართლა უკონკერუნტო იყო ლევანდოვსკი წელს.
რა დებრუინე ან რონალდო პირველზე
17:53 18-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული