"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ, რომელმაც France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.

ყოფილმა ფეხბურთელმა საუბარში საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

"თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.

არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო...

რატომ? - ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.

შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე
ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი "ბარსელონა" მესამეზეა, 31 გოლის შემგდები "ატლეტიკო" კი - პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მაურინოა რო მოყავს მაგლითად კლოპს შეხედოს ნაგელსმანს შეხედოსს როგორ ათამშებენ გუნდს და მეორეე საქართველოს ნაკრებში ამის ხელმღვანელობით უკვე ვიხილეთ გაუაზრებელი და უაზრო ფეხბურთის მოთამაშე საქართველოს ნაკრები როდესაც ფედერაცის დირექტორიყოო ეს არასდროს გახდება ჩვნი ფეხბურთი მირჩევნია ნაკრებმა წააგოს და ლამაზი მომნტები ვნახო ვიდრე მოიგოსს და კარსკენ ერთხელ დაარტყას და გაუმართლოსსს იდოტური მაგალითიაა რადგან როგრიცააა სიმეონე მისნიაირი მწვრთნელები კლავენ ფეხბურთსსს ფეხბურთი მარტო მოგებაა არააა ის მეტიაა ლამაზი მომნტებისგან შედგება და არა მარტო ვერ ვიგებთ და ჯობია რო დაცვაში ვითამშოთ ეს უაზრო არგომენტია რადგან შეტევაში თამაშს ვეროდეს ვერ ისწავლი თუ არ შეუტიე და იმ დონზე არვართ ჩვენ რო ერთ მომნტს ვიყენებდეთ არც ატლეტიკო ვართ და არც ივენტუსიიი საქართველოს ნაკრებივართ რომლმაც მომნტები ბევრი უნდა შემქნას რო გოლი გაიტანოს ასეთი ნაკრები გვყავს არასოდეს არ ყოფილაა შემთხვევა როცა 1-1 მონტი გამოყენესს შეტევაში ზდა უნდა გავგრძელოთ და არა პირქით რადგან 3 ქულა ჯობია მგონიი 1 ქულასს :))) უაზრო არგომენტები და რო გონიათ რო რაღაც იციან მაგიტომ ვართ ასეთ დღეში ახლააა გასგებია რო შენი აზრიგაქვს მაგრამ არასოდეს გახდება საქართველოს ნაკრებიიი დაცვითი სტილის ფეხბურთის მიმდევარი თუ ასეთი ნაკრები წარმოგდგენია შენ შოთას და აჩის მაშინ ჯობია არასოდეს მოვიდეს მწვრთნელად შოთა არველაძე ეს ერთი და მეორე როცა ქვყანას ჭირდებიიი უნდა ჩამოხვიდე და აიღო შენთავზე პასუხისმგებლობა და კურდღელივით არუნდა გაიქცე და არუნდა თქვა რო იმიტო არ ვიქნები ნაკრების მწვრთნელი რადგან გულშემტკივარი გადმვლისს მგონი ასე არუნდა ეთქვა შოთის იმიტო არმინდა მოსვლა ნარკრებში რო მეშინია არ ჩავიჯვაა :) გასგებია რო ნაკრებში ღირსეული ადგილი გიჭირავსს მაგრამ როცა შენიგამცდილება ჭირდებაა და როცა შენქვყანა გიყვარს და შანსი გაქვს რო მიაღწიო ქართველ ერთან ერთად დიდ წარმტებას ეს უნდა გამოიყენო აბაა ვაისს ევროპაზე გაყვანა ნარკრები და მერე წასულიყო მაშინ ასე არ ილაპრაკებდა ეგრევე გამქცევოდა ნაკრებში მწვრთნელადდდ სამწხაროა პენსისს ასაკში ნამდვილად არმინდა ვიხილო შოთა როცა სამწვრთნელო კარიერის დასრულებას შეეცდება მაშინ ნაკრებში ....
გიო
16 იანვარი 2021 01:19
1
ამ ფლიდმა რაც შეჭამა ის დააბრუნოს
kaxa
16 იანვარი 2021 00:34
1
აქამდე რაშიც ფულს გადაიხდიდნენ, ისე თამაშობდნენ და ეხლა შიცვლება რამე????? ჩაყვინთვაზე რომ გადაეხადათ, მოედანზე ჩაყვინთავდნენ, რავა. მაი ამბავი შენ არ იცი თუუუ???
კ ო მ ბ ლ ე
15 იანვარი 2021 23:52
2
წლებია მასეთ ანუ დაცვით ფეხბურთს რომ თამაშობს საქართველოს ნაკრები და ბატონო რევაზ მივაღწიეთ რაიმე ღირებულს? რაღაც არ მგონია
კახი კახა
15 იანვარი 2021 23:28
0
გასაგებია რომ არ ვართ ბრაზილია და მთელი თამაში ვერ შევუტევთ, არ გვაქვს მაგის რესურსი და ცოდნა ამ ეტაპზე და არც შესაბამისი კონტინგენტი გვყავას, მაგრამ ჩემო რევაზ, კონტრშეტევაც შეტევაა, ამიტომ აუცილებელია მინიმუმ მაგ კომპონნეტის ცოდნა როცა დაცვიდან თამაშობ, თორე იდექი ისე და იგერიე ბურთი. უფრო ლამაზი ნათქვამი იქნებოდა რევაზჩემო, "საქართველოს ნაკრები, უნდა თამაშობდეს კონტრშეტევით ფეხბურთს", აი ამაში კი დაგეთანხმებოდი და მოგიწონებდი.
QT
15 იანვარი 2021 22:54
1
მაინც ვერ გავიგე რას ერჩოდნენ ამ კაცს, ამაზე მაღალი დონის სპეციალისტით ჩაანაცვლეს თუ რამე გაუმჯობესდა ამის გაშვების შემდეგ?
ტვინა
15 იანვარი 2021 22:52
10
ფეხბურთის ცოდნაში რეზო არველაძეს როგორ შევეჯიბრები! მაგრამ, ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგია უკეთ რომ იცოდეს, ასე კატეგორიული არ იქნებოდა, ჩემი აზრით! ლაღი და ლამაზი შეტევა ჩვენი სტიქიაა, სწორედ აქ ჩანს ჩვენი საუკეთესო თვისებები და არა მარტო ფეხბურთში, ჩემო რეზო ბატონო. პატივისცემით, თქვენი და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
levan
15 იანვარი 2021 22:38
3
რეზიკო მაგარი კაცი ხარ გენაცვალე
Batumi90
15 იანვარი 2021 22:08
10
ასე კონკრეტულად ვერავინ გადაწყვეტს როგორ უნდა ითანაშაოს ნაკრებმა.ნაკრებმა ერთ-ერთი სტილი რომ ითამაშოს შემსრულებლები უნდა ყავდეს რაღაც დონეზე.მაგრამ ერთია,რომ რაცთავი მახსოვს არასდროს არ გვითამაშია ჩაკეტილი ფეხბურთი, როგორც ბრაზილიელებს.იმიტომ რომ უბრალოდ არ შეგვიძლია და ნუ მივბაძავთ ვიღაც ვიღაცეებს.ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი.
გრიგოლი1408
15 იანვარი 2021 19:50
1
ეს რომ არ გვესმის, იმიტოა ჩვენი საქმე კარგად. თქენი მოწონებული ფეხბურთის მამები, თუ იცით რას ამბობდნენ კატენაჩიოზე (ფაქტიურად იგივეა რაც დღევანდელი "ავტობუსი"), ეტყობა არა, ამიტომ გეტყვით - „შემტევების უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობა და ფენომენალურ დონეზე კონცენტრირებული თამაში დაცვაში“ - ამაში ხედავდნენ აღნიშნული ფეხბურთის მამები წარმატების მიღწევის აუცილებელ წინაპირობას. ვიმეორებ აუციებელ წინაპირობას. ზემოთაღნიშნულის გარდა, ისიც ბრძანეს უბურთოდ მოგებაზე დაგეშილმა ბობოლებმა - 'ასეთი ფეხბურთის ბუნება თავდაუზოგავი ბრძოლა და სწრაფი შეტევააო. სად ვგვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ტაქტიკით თამაშის მოგებას შეძლებენ? რა კონცენტრაცია, რის ბრძოლა? სისწრაფეზე ხომ ლაპარაკიც არაა, ასეთი ტემპში ალბათ ფოთელებს არ უთამაშიათ ინგლისელ მეზვაურებთან. სხვა მხრივ პატივცემულო, არიგო საკის სიტყვები რომ გამოვიყენო, მშიშარა, მხდალ ფეხბურთთან გვაქვს საქმე და არა მეორე ნომრად თამაშისას, მოგებაზე.
თანაც გაუგებარია, ამ ფეხბურთს არ ვთამაშობთ ბოლო 10-12 წელი, ვისთან გაქვთ პრეტენზია? ჯერ შეშინებულ ქეცბაიას ვუყურეთ, მერე დამფრთხალ ვაისს და სად ვართ? ეტყობა ფეხბურთი თქვენც ქეცბაიასავით სანახევროდ გესმით - გახსოვთ ალბთ, ოცდამეერთე საუკუნეში ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე „ბრძნული“ გამონათქვამი -„შეტევას რესურსი უნდაო“, კი ბატონო ნამდვილად უნდა, მაგრამ იმას, რასაც ვცდილობთ და თქვენც ემხრობით გაცილებით მეტი რომ უნდა, ამაზე როგორღა ვართ?
ამიტომ სიმართლე თქვით თქვენ და თქვენისთანებმა - მეორე ნომრად თამაშისას მოგებას კი არ ცდილობთ, არამედ გოლის არგაშვებას და იღბალზე ხართ დამოკიდებული, მეტოქეს შეიძლება ბურთზე ფეხიც აუცდეს და მოგებასაც ხელი გამოვკრათო. ესაა და ეს...
გოგა
15 იანვარი 2021 18:57
3
100%!
emigranti
16 იანვარი 2021 01:48
0

სიახლეები პოპულარული