რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ,
აზროვნების აკადემიის ინიციატივით, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრის ფარგლებში, სანაკრებო თემაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

"დღეს ჩვენი პრობლემების ნაწილი არის ობიექტური - ფეხბურთელი თუ არ გვყავს, მწვრთნელი პაპა კარლო არ არის, რომ ის გამოთალოს. შესაძლოა, კარგი მწვრთნელის ხელში მან ოდნავ მოუმატოს, მაგრამ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, რომლის იქითაც ვერ წავა.

მაგრამ ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფში რომ ვერაფერი გაგვეკეთებინა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფფ-ში
აღარ ვარ და არც ახლანდელების ბოსტანში ვყრი კენჭებს, არც ვაისზე ვამბობ ცუდს.

თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ახლა ვიღაც მეტყვის - კარგია, როცა ფედერაციაში აღარ ხარ და ასე ლაპარაკობო. მაგრამ გარედანაც ასე ვლაპარაკობ და შიგნიდანაც ასე ვიტყოდი. თუმცა იმავეს ქეცბაიას ვერ ვეტყოდი მაშინ, როცა ესპანეთთან ვიყავით ჯგუფში", - განაცხადა არველაძემ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემი აზრი ერთი ცალკე აღებული ყოფილი ჩინოვნიკის და ფეხბურთელის სუბიექტური მოსაზრებაა და მეტი არაფელი.არ გყავდეს ფეხბურთერლები და შედეგზე ფიქრობდე თუნდაც იმაზე უკეთესზე რაც ჩვენმა ნაკრებმა დაიკავა თავის ჯგუფში არარეალულია ეგ კიარა გაგვიმართლა ავსტრიას როარ ჭირდებოდა ის თამაში თორე დედა შვილს ვერ აიყვანდა ისეთი ცოდვა მადლს დაატრიალედბდენ ჩვენ კარებში.
zaza
18:15 16-12-2017
0
რაა რევაზ სულ არ გრცხვენია ამას, რომ ამბობ.

ახლანდელი საქართველოს ნაკრებით ამ შემადგენლობით გინდათ ირლანდიის დამარცხება და კიდევ სხვა გუნდების? ერთი თქვენი თაობა გავიდა პლეიოფში და მეორე ესენი გავიდოდნენ.
დათო
10:16 14-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული