"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ, რომელმაც France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.

ყოფილმა ფეხბურთელმა საუბარში საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

"თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.

არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო...

რატომ? - ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.

შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე
ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი "ბარსელონა" მესამეზეა, 31 გოლის შემგდები "ატლეტიკო" კი - პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ფეხბურთი მარტო შეტევა არ არის მაგრამ სამწუხაროდ არც დაცვაში ვართ ბუმბერაზები და არც ნახევარ დაცვაში როგორც გვგონია. სწორი თამაში უნდა ვისწავლოთ და ბურთის გაფრთხილება. ზოგს პასის გაკეთება არ შეუძლია 5 მეტრში, კარში საჯარიმოს გარედან დარტყმა კი საერთოდ არ არსებობს კარის მიმართულებით რაგბის კარებში ურტყამენ თუ სცადეს. თავით თამაში ერთი კაჭარავამ გაიტანა და მარტო მას შეუძლია მაღალ ბურთზე ასე თუ ისე ბრძოლა მაგრამ დამხმარე არ ჰყავს ახლო მახლო არასდროს. ორივე ფეხით პასის მიცემა და დარტყმა ბევრს არ შუძლია თითქოს ის. მეორე ფეხი მისი არ იყოს....კარნეგი ჰოლში როგორ მოვხვდეო გამვლელი ეკითხება ქუჩაში მეორეს - პასუხი თავდაუზოგაბვი მეცადიენობითო... ჰო და ევროპის ჩემპიონატზე როგორ მოვხვდეთ/ ან მსოფლიოზე ან პრემიერ ლიგაში სათამაშოდ... ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში და არა ხინკალი, ქაბაბი და ხაჭაპური
niko
15 იანვარი 2021 18:20
0
იმიტომ უნდა ითამაშოს რომ ნერგაძე ნაკრებს არ გააკარეთ და თქვენი ადგილი არაა დიდ სპორტში.
dsag
15 იანვარი 2021 18:17
8
საერთოდ იმიტომ , რომ დროა ენას კბილები დააჭიროთ, არ გინდათ თქვენ ფეხბურთში შედეგები და კლავთ. თუ თამაშობ ფეხბურთი შემტევი სახეობაა კალათბურთი არაა, თუ არ თამაშობ მაშინ ბავშვთა ფეხბურთში გადადით. საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს 3-5-2 ფეხ ბურთი რომელიც 4-3-3 ად გადაკეთდება.
dsag
15 იანვარი 2021 18:13
6
ქართული ფეხბურთი, თავისი წარმატების ეპოქაში ეფუძნებოდა ტექნიკურ სტილს. ანუ როგორც წესი, აქცენტი კეთდებოდა ბურთის ფლობაზე, დრიბლინგზე, მოედნის ხედვაზე, გამოზომილ გადაცემებზე და გამორჩეულ სწრაფ ფეხბურთელებზე. ძალისმიერი, ფიზიკურ კონდიციებზე დაფუძნებული, დიდი სამუშაო მოცულობის შესრულებაზე ორიენტირებული ფეხბურთი ქართული სკოლისთვის არასდროს ყოფილა მთავარი პრიორიტეტი.
ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს კონცეფცია, რასაც უნდა ემყარებოდეს ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია ( რა თქმა უნდა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით სისწრაფე სათანადო ფიზიკური მომზადება, ვარჯიშის და აღდგენის დღევანდელი მეთოდოლოგია და ა.შ. ).
ეს უნდა იყოს გენერალური ხაზი, რითიც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა საფეხბურთო სკოლა. ასე უნდა ხდებოდეს ჯერ მწვრთნელების მომზადება და მერე ფეხბურთელების აღზრდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში და მათი მაღალი სათამაშო კლასის ფორმირება.
მხოლოდ ტექნიკურ, მაღალ სათამაშო კლასზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პრაგმატულობის ელემენტებით შევსებული თვითმყოფადი საფეხბურთო ფილოსოფია შეიძლება გახდეს წარმატების მომტანი.
რაც შეეხება, შემტევი იქნება ჩვენი ფეხბურთი თუ სწრაფ, აგრესიულ კონტრშეტევებზე დაფუძნებული ( ყრუ დაცვას არასდროს, არავისთვის დიდი შედეგი არ მოუტანია )... ეს გახლავთ კონკრეტული ამოცანები, რომელსაც უკვე კონკრეტული მთავარი მწვრთნელები წყვეტენ არსებული რესურსებიდან გამომდინარე.
ჩემი აზრით, განაცხადი რომ ჩვენ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.
დავით კილაძე
15 იანვარი 2021 17:59
1
რეზოა "მტერი"? ვისი ვინ ხარ? თუ რა ხარ ან სად ხარ?
kaxi
15 იანვარი 2021 17:36
6
რამენაირი იყოს სა
ლაშა
15 იანვარი 2021 17:30
2
თუ ყველა ის ფეხბურთელი ჯამრთელად და თავიანთ პრობლემებს ასევე ზოგი წონის პრობლემას მიხედავს მაგალითად ყაზაიშვილი,ყველა ის ფეხბურთელი ვგულისხმობ ასევე ანანიძეს რადგან ვფიქრობ ის თუ ფორმაში და ასევე ჯამრთელად იქნება მას კიდევ ბევრი შეუძლია გააკეთოს ნაკრებისთვის,როცა ჯამრთელი კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი,ყაზაიშვილი და ანანიძე,ოქრიაშვილი ასევე საბა ლობჟანიძე ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ შემტევი ფეხბურთი ითამაშონ, ასევე ამათ დამატებული მიქაუტაძე, წიტაიშვილი, მარადიშვილი რომელიც უკვე ცეესკაში თამაშობს, ამათ ქართული პასპორტი უნდა მივცეთ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩამოსაყვანად, ესენი ყველა ერთად და ჯამრთელად თუ იქნებიან კარგ ნაკრებს მივიღებთ ასეთ შემთხვევაში,ასევე მწვრთნელი უნდა შეირჩეს სწორად,დღეს ქართველი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს.
ziko
15 იანვარი 2021 17:19
3
თუ მოაზროვნე მწვრთნელი ხარ უნდა გქონდეს რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი და ყოველი კონკრეტული თამაშის წინ განსხვავებული, იმისდა მიხედვით თუ სად და ვისთან ატარებ შეხვედრას რის შესაძლებლობას გაძლევს საკუთარი გუნდის რესურსი ამავდროულად უნდა შეგეძლოს საჭიროებისას თამაშის სტილიც გადაწყობაც , აი ამიტომ მსჯელობა მასზედ ,,საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს" თუ არა არის თითიდან გამოწოვილი.
ბაბაია
15 იანვარი 2021 17:07
0
შედეგი იყოს მთავარია!!!
sijd
15 იანვარი 2021 16:53
2
შედეგი და არაფერი სხვა? დააკონკრეტე რა შედეგი, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა? თუ უბრალოდ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. კარგი და შეხვედი იმ ჯგუფში როგორღაც და ასევე დაასრულე იქვე უსახურად. აი ესაა მაქსიმუმი თქვენი ,,შედეგზე ორიენტირებული" ფეხბურთის დაბოლოების. თუ ეს გაგიხარდებათ სულ წარმატება მისურვებია
ზურა
15 იანვარი 2021 23:11
0
იმ დღეს წავიკითხე, მგონი ფერგიუსონს უთქვამს: შეტევა თამაშს იგებს, ხოლო დაცვა ტიტულებსო.
ჰაჰა
15 იანვარი 2021 16:53
2

სიახლეები პოპულარული