თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" საკონტროლო მატჩში უკრაინის "კოლოსს" დაუზავდა - 1:1.
პირველ ტაიმში "დინამო" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ძალიან აქტიური იყო გუნდის ახალწვეული, ნიდერლანდელი მარჯვენა გარემარბი ფაბიან სპორკსლედი, რომელმაც ანგარიში გახსნა. "დინამომ" ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - მეორე ტაიმის დასასრულს "კოლოსი" ინიციატივას დაეუფლა და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ პაველ ორიხოვსკიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.
"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, წოწონავა, ქარდავა, სპორკსლედი, გაბედავა, მარუშიჩი
შეკრებაზე აქამდე "დინამომ" "რადნიკთან" 0:1 წააგო, "ნაპრედაკს" 1:0 მოუგო, 1-ელ თებერვალს კი კიევის "დინამოს" შეხვდება.
რატომღაც მეორე მოგებული თამაშის მერე კომენტარების ველი თითქმის ცარიელი იყო.
ტიპიურად, შეუმდგარი პიროვნების მახასიათებელი ნიშნებია, მხოლოდ კრიტიკა.
პატივისცემით
დინამოს გულშემატკივარი