"მანჩესტერ სიტიმ" კლუბის ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ნამუშევარი ჩრდილოური კლუბის ტელევიზიის ეთერში მალე გავა.
"ქინქლაძემ 3 თავბრუდამხვევი წელი გაატარა "სიტიში" და მიუხედავად ელიტიდან 2-ჯერ გავარდნისა, გიორგიმ "მოს საიდზე" (სიტის ძველი არენა) წარუშლელი კვალი დატოვა.
ქართველს ვერცხლისწყლისებრი ტალანტი ჰქონდა და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მატჩში შეეძლო აფეთქებულიყო. მან ჩვენი კლუბის ისტორიის რთულ პერიოდში ბრწყინვალება შეიტანა." - წერია "ქალაქელთა" საიტზე.
გიო ქინქლაძის შვილის "შალახო" და აცეკვებული ძმები არველაძეები [VIDEO]
ქინქლაძე: ჩვენი თაობის გუნდი ამ ნაკრებს პირველ ტაიმში 3:0-ს მოუგებდა
სიზარმაცე... ოხ ეს სიზარმაცე!!...