"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.
"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".
ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:
"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.
მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.

წყარო: პირველი არხი
და ერთიც.როდის დავემშვიდობებით მითს რომ ქართული ფეხბურთი ტექნიკურია? ფიზმომზადება- ნოლი( ერთი ფეხბურთელი არ გვყავს თამაშის დროს 3- 3,5 კმ რომ გადაადგილდეს,როცა წამყვან კლუბებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 7-8 კმ-ია.ესე იგი მოძრაობენ მხოლოდ 45 წუთი)
ინტელექტი- ნოლი.მონდომება- ნოლი.პერსოექტივა- სარატოვის და ვორონეჟის მაქსიმუმ.რას უზამს ასეთ ფეხბურთელებს ნაკრების მწვრთნელი?