თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ესენი იმდენს იზავენ გორს დაუწყებთ ბალერშიკობას..გადმოიყვანეთ ღუდუშაური!!!!!
თაზიკა
09 თებერვალი 2021 16:34
0
DINAMOS ALBAT SAKARTVELOS CHEMPIONATCHI GONIA TAVI, MSAJEBI RO CHUKNIAN PENALEBS DA ISE XDEBIAN CHEMPIONEBI, KOVEL CELS MILIONEBS TENIAN GUNDS DA PAREREBI AXEVEN BURTS TAVZE.
x
09 თებერვალი 2021 12:06
1
გუნდი გააძლიერეთ ბაბა! პირველ რიგში მეკარე გჭირდებათ კარგი! კარგი მეკარე წარმატების 70 % მდე გარანტია! ეს ორი უმაქნისი არ შეეფერება დინამოს!
ვაჟა
09 თებერვალი 2021 10:49
0
მე მგონი ახალი გუნდი უნდა შექმნა. ამ უჯიგრო ხალხით საშუალო გუნდსაც ვერ დააყენებ.ეს იმას გავს ხელფასს იღებენ იმიტომ რომ ფორმით მოედანზე გადიან.არავითარი აზარტი არავითარი თავმოყვარეობა, აიღეთ მაგალითი რაგბისტებისგან, წაგებული გუნდი გაღიმებულიც კი არ უნდა გამოდიოდეს მოედნიდან,
??
05 აგვისტო 2021 11:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული