"საბურთალომ" რუსულ გუნდს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალომ" საკონტროლო მატჩში რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ტომი" 1:0 დაამარცხა.

"საბურთალო" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და გოლი მე-40 წუთზე რაფიქ ამინუმ გაიტანა. თბილისურ გუნდს ანგარიშის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

"საბურთალო" (სასტარტო): გოშაძე, შ. ნონიკაშვილი, მუდრაკი, ცნობილაძე, ჩაჩუა, ძებნიაური, ო. მამაგეიშვილი, ფარულავა, ლ. ნონიკაშვილი, ერისთავი, ამინუ

შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ლაცაბიძე, მალი, ი. ტაბატაძე, თ. ტაბატაძე, გულიაშვილი, ტერა

შეგახსენებთ, თურქულ შეკრებაზე პირველ მატჩში "საბურთალო" უკრაინის "ოლეკსანდრიას" დაუზავდა (1:1), 14 თებერვალს კი რუსეთის "ორენბურგს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული