თურქულ შეკრებაზე "საბურთალომ" რუსეთის "ორენბურგი" 2:1 დაამარცხა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. თბილისური გუნდიდან გოლები გულიაშვილმა და ი. ტაბატაძემ გაიტანეს.
"საბურთალო" (სასტარტო): მეგრელიშვილი, ლაცაბიძე, მუდრაკი, ჯგერენაია, მალი, ძებნიაური, შ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი, მანდრიჩენკო, ი. ტაბატაძე, თ. ტაბატაძე
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, ოდუკო, ლ. ნონიკაშვილი, ო. მამაგეიშვილი, ჯინჯოლავა, ერისთავი, ამინუ, ჯორდანი
"საბურთალო" აქამდე უკრაინის "ოლეკსანდრიას" დაუზავდა (1:1), რუსეთის "ტომს" კი 1:0 მოუგო.