derstandard.at-ი, skysportaustria, sn.at-ი და სხვა ავსტრიული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვენის "აუსტრიას" მერაბ ჟორდანია შეიძენს.
გამოცემები აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში შეთანხმებას მიაღწევენ.
"აუსტრიას" დირექტორთა საბჭოს წევრმა მარკუს კრეტჩმერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინიშის სწორზე გავიდა, უნდათ კლუბისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღონ და ყველაფერი თებერვლის ბოლოს დასრულდება.
კრეტჩმერმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ კლუბს მერაბ ჟორდანია ყიდულობს: "გთხოვთ გამიგოთ, სახელებს არ დავასახელებ და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ".
მან დასძინა: "ახლა კონტრაქტები იურისტებმა უნდა მოამზადონ და
შემდეგ ყველაფერს გამოვაცხადებთ. თანამშრომლობა არათუ მრავალწლიანი, არამედ მრავალათწლეულიანი უნდა იყოს".
"აუსტრიას" მეორე გუნდში უკვე ჩაირიცხა მერაბ ჟორდანიას 24 წლის შვილი, ნახევარმცველი ლევან ჟორდანია, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.
...და ამისნაირი კიდევ, რამდენი იყო ამ საქართველოში 30 წლის მანილზე?!...
კიდევ კარგ დღეში ვართ!!!