კახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
Idmantv.az-ის ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებური სპეციალისტის მიწვევით ადგილობრივი ჩემპიონატის აუტსაიდერი "საბაჰია" დაინტერესებული.

ცხადაძის გარდა, ბაქოური გუნდი ასევე შესაძლო მომავალ მწვრთნელად რუს სერგეი იურანსაც განიხილავს.

როგორც იცით, ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ადრე უკვე მუშაობდა. ის "სტანდარდსა" და "ინტერს" ედგა სათავეში.

რაც შეეხება "საბაჰს", გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 15 ქულით ბოლო, მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეტი დონე ნამდვილად არაა! თავის თავს აპიარებს წარამარა! აგერ არველაძემ დადო შედეგი და ამან რა დადო? კლუბის ფლობელებს კი ახარჯვიებდა ფულს და ბოლოს ყველა პროექტი ჩაუფლავდა!
kaxa
18:06 05-03-2021
2
იურანი უკრაინელია, ასე ცხადაძეზეც შეიძლება თქმა რომ რუსია.
.......
17:59 05-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული