საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სომხეთი 5:0 დაამარცხა.
ჰეთ-თრიკი ელისანდრომ შეასრულა, ხოლო დუბლი - სებისკვერაძემ.
საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრა 10 მარტს, ერევანში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.