ჯანო: თუ "რეალი" არ დამირეკავს, ბათუმის "დინამოში" თამაში მინდა

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარცველმა ჯანო ანანიძემ championat-თან კარიერის გაგრძელებაზე, მუხლის პრობლემასა და "როტორის" დატოვებაზე ისაუბრა:

"კიდევ ვაპირებ თამაშს. კარიერის დასრულებისთვის ჯერ კიდევ პატარა ვარ: სიმაღლითაც და ასაკითაც. ახლა ისეთი ტრავმა არ მაქვს, რომ რაღაც ოპერაცია მჭირდებოდეს. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ მიფიქრია, მე ხომ ჯერ კიდევ კვიპროსის შემდეგ მუხლის ანთება მქონდა. რეაბილიტაციის პროცესი გავიარე, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა.

ვიღაც ამბობდა, რომ ეს სერიოზულია, ვიღაც ამბობდა - თვითონ გაივლისო. როდესაც რეაბილიტაციას საქართველოში გავდიოდი, მერე კი სირბილს ვიწყებდი, ისევ შემაწუხა. მუხლიდან
სითხის ამოტუმბვა ხშირად არ შეიძლება. შემდეგ ტრავმა "როტორში" გამირთულდა.

"როტორში" გატარებულ პერიოდზე ჩემზე ყველანაირ სისულელეს წერენ. თავიდანვე ვიყავი მოლაპარაკებული, რომ თუ ფეხთან დაკავშირებით პრობლემა მექნებოდა, წავიდოდი. არანაირი ფული არ მჭირდება. თითქმის მთელი თანხა კლუბში დავტოვე, არაფერი ამიღია.

ერთი თვის ხელფასი გადამიხადეს, რომელიც გუნდში გავატარე. შემეძლო ვმჯდარიყავი, აღდგენა გამეგრძელებინა და გასამრჯელოს აღება გამეგრძელებინა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ლამაზად დავშორდით.

დავბრუნდი საქართველოში და ბათუმის „დინამოს“ ვარჯიშებზე აყვანა ვთხოვე, რადგან მოედანზე ყოფნა მინდა. ისინი დამთანხმდნენ. თითქმის ორი კვირაა მათთან ვვარჯიშობ. ფორმაში ჩადგომა მინდა. ზედმეტი კილოგრამები თითქმის მოვიცილე.

წინადადებები თურქეთიდან და ყაზახეთიდან მქონდა, ამ დღებში საემიროებიდან დამირეკეს, მაგრამ არსად წასვლა არ მინდა, რადგან ჯერ ფორმაში არ ვარ, დაშლილი ვარ. სრულფასოვანი შეკრების გავლაა საჭირო, რიტმში ჩართვა და თამაში. ამიტომ ვიმყოფები ახლა ბათუმში. აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. მე ეს მსურს. თუ მათთან კონტრაქტს გავაფორმებ, გამიხარდება, თუმცა გადაწყვეტილება მათი მისაღებია. ამჟამად სანაკრებო პაუზაა. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, მინდა „დინამოში“ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვცადო.

ერთია უბრალოდ ვარჯიში და მეორე სრულფასოვანი ხელშეკრულება. მინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რათა ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული. თამაში მსურს. ასე რომ, აქ სიამოვნებით დავრჩები, თუ ხვალ „რეალი“ არ დამირეკავს“.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მართლაც რომ დასანანია მისი ბედი... ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელს მოწინავე ევროპულ გუნდში უნდა ეთამაშა.
ზურა
17 მარტი 2021 13:16
2
ჯერ ეს კომენტარები უნდა წააკითხო იმ ბიჭებს, აქ გადმოსვლაზე ან დაბრუნებაზე რომ ფიქრობენ. ველოდები ამ სანაკრებო ციკლის შემდეგ "მარგალიტებს" მიქაუტაძის, ბერიძის და ა.შ. მიმართ
vaxo
17 მარტი 2021 12:29
1
წარმატებები ჯანოს სადაც არ უნდა იყოს, რეალში თუ ყატარის ბოლოადგილოსან კლუბში... ფეხბურთელი რომელიც ნაკრებში ბოლომდე იხარჯება, ადამიანი რომელიც სხვას გვერდში უდგას. ისე თუ კიდევ შეძლებს თამაშს (ღმერთმა ქნას) დაამშვენებს ბათუმის დინამოს!
Goga
17 მარტი 2021 12:02
1
ხალხმა იუმორის აღქმის უნარიც დაკარგა
ჯამასპიშვილი
17 მარტი 2021 11:00
1
რა ასაკის ხალხია, ხუმრობას რომ ვერ ხვდებიან?!
Vasili
17 მარტი 2021 10:13
1
აღარ მგონია, დღეს ფული იყოს რამის განმსაზღვრელი ამ ბიჭისთვის და ჩემპიონატს კი მოუხდებოდა შენნაირი ფეხბურთელი. ჯანო, მჭედლიძე, კიდევ ბევრი სხვა რომ დაბრუნდეს, კიაიწევს ცოტათი მაინც დონე ჩემპიონატის.
Lasha
17 მარტი 2021 09:38
2
ბათუმის "დინამოს" მშვენივრად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. დარჩი იქ, სადაც ხარ. რეალი არა ტოლმა. რომ მიაკვდი მაგ რუსეთს, მშვენივრად შეგეძლო გეთამაშა ევროპაში, მარა კაია ღვინო, დუდუკი, ქალები და კიდევ სხვა რამ. ასე რომ, არავის სჭირდები. მაგრამ ეგებ ქობულეთის შუქურამ გამოგინახოს ადგილი, სახლში მაინც იქნები
გიო
17 მარტი 2021 09:13
52
გოგა, თქვენისთანა "კაცზე" ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს -"ბოღმის ბუკეტი". ჯანოს კი გამოჯანმრთელებას უსურვებ. ის კიდევ ჭირდება ფეხბურთს.
givi ukleba
17 მარტი 2021 13:37
3
ბოღმა არ უნდა იყო კაცი.
გოგა
17 მარტი 2021 10:55
0
ყველა გამოხმაურება
ჯანო, ძამია!მაგრად მიყვარხარ, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი! ჩემი რჩევა მესამეხარისხოვანია შენთვის, მაგრამ მაინც გირჩევ, როგორც შენი ნიჭის და ბათუმის ერთგული გულშემტკივარი, დარჩი ბათუმში, მიეხმარე გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, ფორმა აღიდგინე თან და ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის წარმატებული თამაში, შენი ტალანტიდან გამომდინარე, ისევ მოგიტანს შანსს, რომ ევროპის მოწინავე ჩემპიონატში გააგრძელო კარიერა! მე მჯერა შენი და ვიცი, რომ სწორ არჩევნს გააკეთებ! წარმატებები ძამია! კიდევ ბევრჯერ გაგეხარებიოს შენი ერთგული გულშემატკივრების გულები, როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო დონეზე! არ დანებდე ძმაო! ჩვენი აჭარის მარგალიტი ხარ!
Mazzola
17 მარტი 2021 08:18
1
ამან მთავარია ითამაშოს და ნაკრებში იყოს , ... დანარჩენი კარგად იქნება იქნება ყველაფერი
Niangi
17 მარტი 2021 06:55
3
"ჯანო - თუ ხვალ „რეალი“ არ დამირეკავს... “. სულ გაგიფრენია შე უბედურო, მთლად ოცნებებს წაუღიხარ
ტყეშელაანთ გიჟი
17 მარტი 2021 03:08
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული