ევრო 2021 - ესპანეთი-ჩეხეთს ქართველი მსაჯები და დელეგატი მოემსახურებიან

AutoSharing Option
30 მარტს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. სლოვენიის ქალაქ ცელიეს სტადიონზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და ჩეხეთი დაუპირისპირდებიან. B ჯგუფში არსებული სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ესპანეთისა და ჩეხეთის დაპირისპირებას ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. უეფას გადაწყვეტილებით, ამავე მატჩს დელეგატის რანგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ვახტანგ ბზიკაძე მოემსახურება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული