"ლაციოს" ინტერესზე დამიმალეს" - არაორდინარული ქართველი ფორვარდი, რომელიც ნაკრებში ავტომანქანით ჩამოვიდა...

AutoSharing Option
ზაზა ჯანაშია ნიჭიერი და არაორდინარული ფორვარდი იყო, გამორჩეული მანერით. მოსკოვის "ლოკომოტივში" წარმატებულმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა, რასაც თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯანაშია 1999 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...

- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე -  ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...
- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო -
ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი! ქინქლაძეს ვარჯიშიც არ სჭირდებოდა, ის ასეთი ბუნებრივად იყო. ამბობენ, რომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, ამას არ ვეთანხმები! მაგ პერიოდში არ იყო ამდენი გაშუქება, თორემ გიორგი ძალიან დიდ გუნდებსა და ჩემპიონატებში გამოდიოდა... ერთი განსხვავება, რაც მაშინდელ და დღევანდელ გუნდს შორისაა, ისაა, რომ იმ პერიოდში "სიტის", "აიაქსის", "შალკეს", "აინტრახტის" ფეხბურთელები გვყავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ამ დონის ბევრი ლეგიონერით ვერ დავიკვეხნით... კიდევ, უამრავი პრობლემა, ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ და ამანაც შეამცირა კონტინგენტი...

- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...
- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...

- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...
- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.

- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...
- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!

- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!

- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში.  როცა გამომიძახეს,  მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.

- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით,  არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.

- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...
- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altკორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს

მკითხველის კომენტარები / 50 /
მე ვიცი რომ სოფლელს ეძახდნენ ზაზას,ზოგადად ტრენდულია დღემდე ამ სიტყვით არათბილისელების კნინება
ბაჩი
09 იანვარი 2022 15:30
7
კიიი...ეგრე იყო.... ნაკრებში, აღარ მახსოვს ვის ვეთამაშებოდით, სტადიონზე ვიყავი, შეცვლაზე სანამ მთელი სტადიონი არ აყვირდა ჯანაშია, ჯანაშიაო არ გამოიყვანეს და მერეც პაას არ აძლევდნენ...
mirosan
09 იანვარი 2022 21:22
2
ეგ იყო ალბანეთთან თბილისში გუცაევის მწვრთნელობის დროს. 5 წუთში ძალით მიიღო 2 ყვითელი და თავი გააგდებინა მსაჯს. მაგას ნორმალური ფეხბურთელი გააკეთებს?
:)))))
10 იანვარი 2022 12:16
0
ყველა გამოხმაურება
ზაზა ჯანაშია კაშკაშა ტალანტი იყო,ცარიელი ტვინით.ტალანტის ხარჯზე გაიბრწყინა და უეფას თასზე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მაგრამ უტვინობის,უდისციპლინობის გამო,ძალიან სწრაფად ჩაიძირა და დაკარგა ფორმა.მისი ფიზიკური მონაცემების პატრონს,ძალიან დიდხანს შეეძლო ვარსკვლავურ დონეზე ეთამაშა.ინტერვიუში არც თვითონ დაუმალავს,რომ ლოკომოტივის შემდეგ,მაგრად სვამდა და გრიალებდა.სამწუხაროა მისი ისტორია და იმედი მაქვს,თავის შეგირდებს თავის შეცდომების არ გამეორებაშიც დაარწმუნებს.ზაზას დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, სამეგრელოში ფეხბურთის აღორძინებას დაეხმარება.მის ხელში,ნამდვილად თვითმყოფადი ფეხბურთელები გიზრდებიან.ტალანტები კი,სამეგრელოს არასოდეს აკლდა.
სოსო
09 იანვარი 2022 19:40
2
რა როგორ იყო ჯანაშიას შესახებნ ვერაფერს ვიტყვი, არაფერი ვიცი, მაგრამ რაც თბილისის "დინამოზე" დასწერეთ, სრულიად გეთანხმებით. ყველას ძალიან გვიყვარს "დინამო", მაგრამ ამ გუნდმა უდიდესი ზიანი მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ასევე ყველა იმ გუნდებს, ვინც კი საჩემპიონო მარათონში ჩაერთო. ქართული ფეხბურთის "კეთილმოსურნეებმა" ყელი გამოღადრეს ფეხბურთს საქართველოში, აღარ არიან სამტრედია, ზესტაფონი, ფაქტიურად გაანადგურეს და დაშალეს "ტორპედო", "გურია", რომელიც სსრკ-ს ჩემპიონატში მონაწილეობდა, პირველ მეორე თუ მესამე ლიგაშია, აფხაზეთის გუნდებს ადგილი არა აქვთ უმაღლეს ლიგაში, სამეგრელოს და გურიის გუნდებმა მრავალი შესანიშნავი და სახელგანთქმული ფეხბურთელები მისცეს საქართველოს, კერძოდ "დინამოს", ახლა კი ფაქტიურად თბილისის ჩემპიონატით და მოღოღიალე "ფეხბურთელების" "თამაშებით" ტკბებიან, შემდეგ ერთ დროს ეს სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი "დინამო" მეთევზეებთან და ფოსტალიონებთან, მეხანძრეებთან და ოფიციანტებთან აგებენ დიდი ანგარიშებით და ...შემდეგ თავგადაკლულები განადგურებული საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვიან, რათა ისევ თავი "გამოიჩინონ" ევროპის სტადიონებზე......ზაზა
ypourcel@free.fr
09 იანვარი 2022 16:36
3
“ქინქლაძას ვარჯიშიც არ სჭირდებოდა” - ამ მიდგომით რომ იყავით, იმიტომ… თორემ ზაზა ჯანაშიასაც რომ ევარჯიშა, ისიც ძალიან მაგარი იყო… შენც მაგრად გგულშემატკივრობდი ჩემო ზაზა
ირაკლი
10 იანვარი 2022 00:10
0
ჯანაშია ტყუის! ის იყო უდისციპლინობის განსახიერება! ხან ა/მანქანით მოვდივარო და 4 დღის დაგვიანებით მოვიდოდა, ხან ტრამვას იმიზეზებდა, ხან 10 კგ-ით მომატებული ღიპით ჩამოდიოდა ...
მერაბ გ. ნუ მბლოკავთ!
10 იანვარი 2022 09:40
8
ეს იყო საშინლად არასპორტული და უდისციპლინო ფეხბურთელი. ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკოს, შოთა არველაძეზე უკეთესი არ იყო არასოდეს, რაზეც მისი მიღწევებიც მეტყველებს.კაცი მოსკოვის ლოკომოტივის დონეს ვერ გასცდა, არველაძე სადაც იყო, ყველგან შედეგი ჰქონდა. ნაკრების თამაშზე ალბანეთთან სულ 5 წუთის შემოსულმა თავი ძალით გააგდებინა მსაჯს, ამის შემდეგ ჩემთვის მაგარი ფეხბუთელი აღარ ყოფილა.მოსკოვიდან მანქანით წამოსვლაზე აღარაფერს ვამბობ
: )))))))
12 აპრილი 2021 09:07
16
კაცი დღესაც ამბობს რა მოხდა, რომ თამაშის წინ ამხელა გზაზე მანქანით წამოვედიო. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ მართლა მაგარი მონაცემების და "ჟილკის" ფონზე უფრო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. არველეძეს რაც შეეხება ყველაფერს შრომით, დისციპლინით მიაღწია,არ დახარბებულა რაღაცეებს და ქუჩებში მანქანებით არ უგონკავია. როცა ვიღაცას "სოფლელს" ეძახდნენ ეგ იგულისხმებოდა სწორედაც - თავში არ უნდა აგივარდეს კაცს ორი კაპიკი
gogi
03 იანვარი 2024 12:16
2
ჩივაძეს ნუ აბრალებთ საკუთარ ურეჟიმობას... ისიც გვახსოვს, ნაკრების შეკრებაზე დაგვიანებით, რომ ჩამოხვედი... და თანაც მოსკოვიდან ავტომობილით. კარგია, რომ დღეს ზაზა დაუბრუნდა ფეხბურთს და იმედია, ახალგაზრდულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს... წარმატებებს ვუსურვებ!!!
tngh
11 აპრილი 2021 15:01
18
რა სისულელეებს წერს ზოგიერთი, არველაძე აიაქსში თამაშობდა და გოლი გოლზე გაჰქონდა, იგივეს აკეთებდა ნაკრებშიც და ამ დროს ჯანაშიას ლოკომოტივიდან ვინ დააყენებდა ძირითადში? და ორივეს ერთად არ აყენებდნენ იმიტომ რომ მეორე თავდამსხმელად ქეცბაია იყო ნიუკასლიდან... ჯანაშიას გარდა კიდევ სკამზე იყვნენ ისეთი ფორვარდები აჩიკო არველაძე კიოლნიდან,იაშვილი ფრაიბურგიდან, დემეტრაძე სოსიედადიდან, აშვეთია რუსეთიდან... ანუ სიმართლე არის ის რომ უდიდესი კონკურენცია იყო იმ პერიოდში და ჯანაშიას არ გაუმართლა მაგ მხრივ.
Givi
03 იანვარი 2024 11:44
2
ეხლაც კი არ აღიარებს შეცდომება ამდენი წლის მერე, ისევ მართალი გონია თავი, არადა იდეალური ფორვარდი იქნებოდა
წითელიმწვანე
09 იანვარი 2022 13:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული