იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...
- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე - ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...
- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო -
- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...
- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...
- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...
- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.
- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...
- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!
- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!
- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში. როცა გამომიძახეს, მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.
- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით, არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.
- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...
- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.
"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი
კორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს
დაპირისპირება იყო რათქმაუნდა არველეძეებთან , მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველა მოთამაშე ცდილობს თავის კონკურენტს აჯობოს.
იყო 2 ჯგუფი თავდასმაში - არველაძეებთან დაკავსირებული
და რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეები.
ნაკრების ბირთვის იმ დროს იყვენენ ყოფილი დინამოელები.
და მათ მიყავდათ ასე ვთქვათ პარადი.
და მათ შორის რომ იყო დაპირისპირება ეს თავად მოთამაშეების ბრალი კი არ იყო არამედ მწვრთნელის, რომელსაც პირველ რიგში ევალება დაპირისპირების გადაზრდა ჯანსაღ კონკურენციაში,
რაც თავის დროზე თავი ვერ გაართვეს ყიფიანის და ძოძუაშვილის ტანდემმა.
მახოსვს ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ძირითადში დააყენეს ჯანაშია აშვეთიას დუეტი, და მაშინდელმა მწვრთნელმა გაოცება ვერ დამალა თუ როგორი შეთამაშებული იყვნენ და რა მარAლი დონის თამაში აჩვენს, მაგრამ რად გინდა შემდეგ ისევ არველაძე დააყენა ძირითადში.
მაგალითად ძოძუაშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ ჯანაშია არის მაღალი დონის თავდამსხმელი მაგრამ მე მაინც არველაძე მირჩევნიაო.
აი ასეთ უპასუხისმგებლო განცახდებას რომ გააკეთებს ნაკრების მწვრთნელი, ფაქტიურად დააკნინებს თავისი გუნდის მოთამაშეს რაღაზეა საუბარი.
ასეთი გამოთქმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გაათავისუფლებდა ასეთ მწვრთნელს.
ეხლა წარმოგიდგენიათ რომ პოჩეტინომ გააკეთოს განაცხადი ნეიმარი დაბალი კლასის მოთამაშეა მბაპესთან და მესისთან სედარებითო, ხო ეგრევე პანჭურის კვრით გააგდებენ გუნდიდან :)
აი ეს იყო მიზეზი რომ იმ თაობამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.
ჯანაშია მაშინ 18 წლის იყო და სამტრედიაში თამაშობდა-იყო ძალიან ძლიერი,სუპერ მოთამაშე ხალხი მაგის საყურებლად დადიოდა სტადიონზე და თამაშის მერე საათობით ლაპარაკობდნენ მასზე. მისნაერი არავინ იყო მაშინ საქართველოში-მსოფლიო დონის ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.
ამის პარალელურად იყო უდისციპლინოც-დააქრებდა მთელი სიჩქარით მანქანას და არასპორტულ აქტივობებშიც იღებდა მონაწილეობას(ყველაფერს არ დავწერ)
ამ დროს მოხდა ინციდენტი ერთ-ერთი თამაშის დროს ჯანაშიას ხელი წაუცდა, არბიტრს გლიჯა და 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა სფფმ(სფფ მაშინ დინამოს მასტავდა-დღეს რო ლეგენდებს ყვებიან ახალკაცზე მაშინ მთელი სამტრედია აგინებდა) საქმე იმაშია რო მაშინ მსაჯს ყველა უტყაპუნებდა,მსაჯის ცემა მაშინ ისეთივე მოვლენა იყო როგორც დღეს მსაჯთან კამათია-მიეცათ 4-5 თამაშიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ხო შეიძლებოდა(რა თქმა უნდა დისკვალიფიკაცია სწორად მისცეს,მაგრამ საბოლოოდ ქართული ფეხბურთი დაზარალდა-ამიტომ ვამბობ "ხო შეიძლებოდა")
ერთი წლის მერე ჯანაშია დაბრუნდა-საკუთარი თავის აჩრდილი,სხვების დონეზეც ვერ თამაშობდა და არც არავის დასწყვეტია გული როცა მოსკოვის გუნდმა წაიყვანა(იმათ ადრე ჰყავდათ ნანახი სანამ ფორმაში იყო)
ანუ სუპერფეხბურთელი გახდა-ჩვეულებრივი ფეხბურთელი. მერე მოსკოვშიც რაც ითამაშა-კლასის ხარჯზე. ჩვენ მისგან ბევრად მეტს ველოდით-რო არა 18 წლის ბიჭის ერთი წლით გაჩერება და გაფუჭება ბრილიანტი ჰყავდა ქართულ ფეხბურთს და ევროპაზეც ვითამაშებდით და მსოფლიოზეც ისეთი მოთამაშე იზრდებოდა-რა არველაძეები და ყიზილაშვილი?ახლოსაც ვერ მივიდოდნენ ჯანაშიასთან.
მერე ფედერაციის ასეთი დინამოსადმი მიკერძოებით იმედგაცრუებულმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა 2-3 წელი როცა ნახა ფედერაციას მარტო დინამოს ჩემპიონობა უნდოდა-დაშალა გუნდი და თავის გზას გაუდგა(პარლამენტში შეძვრა) ასე დამთავრდა მაშინ ერთი მაგარი ქართული გუნდის ისტორია.