საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად რუსეთთან 0:3 დამარცხდა.

ჯგუფში უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. რუსეთი პირველი ადგილზე გავიდა, საქართველო - მეორეზე. ორივე გუნდს განაღდებული ჰქონდა ევროპირველობის ფინალური ტურნირის საგზური და მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რიგი წამყვანი მოთამაშები დაასვენა, მატჩი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში რუსეთმა საქართველოს ნაკრებს თბილისში 4:0 სძლია.

მოსკოვის ოლქი. შელკოვო
რუსეთი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 რობინიო (2), 2:0 აფანასიევი (3), 3:0 აფანასიევი (24)

მკითხველის კომენტარები / 5 /
საწყენად არ ვამობობ, მაგრამ ზუსტად იმის გამო რომ უმოტივაციო რუსეთთან ხუთი მოთამაშიდან ოთხი ბრაზილიელით უშანსოთ ვაგებთ, ამ სპორტის არ მჯერა? მაპატიეთ
Tengo
20:23 12-04-2021
36
წამყვანი მოთამაშეები დაუსვენებიათ თურმე. სხვაგვარად რევანშს ავიღებდით.
დავით 67
21:11 12-04-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული