ხვიჩა ფაბრეგასის მხარდამხარ? - Eurostavka-ს ცნობით, კვარაცხელიას ტრანსფერით "მონაკო" დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით საფრანგეთის ლიგა 1-ის "მონაკო" დაინტერესდა, - იტყობინება Eurostavka.

გამოცემის მტკიცებით, მონეგასკური კლუბი უკვე შეეხმიანა რუს პარტნიორებს, ფეხბურთელის დახასიათება და მის წარმომადგენლებთან დაკავშირება სთხოვა.

"მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ამ გუნდში სესკ ფაბრეგასი, ვისამ ბენ იედერი, კევინ ვოლანდი, სტევან იოვეტიჩი და ალეკსანდრ გოლოვინი თამაშობენ, კლუბის მფლობელი კი სკანდალური რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევია.

ევროპის ტოპ-კლუბების სკაუტები კვარაცხელიას თამაშს ივლისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებში დააკვირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი აიაქსია ხვიჩასთვის და ალბათ ამ კლუბზე უნდა გაკეთონ აქცენტი მონაკოც მილნიც და ატალანტაც კარგია მაგრამ აიაქსი იდეალური კლუბია ხვიჩასთვის იქ 1-2 წელი თამაშით გრანდში მოხვდება თავისუფლად თან აიაქსის საფეხბურთო ფილოსოფიას და ზოგადად ჰოლანდის ჩემპიონატს ადვილად აუღებს ალღოს ხვიჩა შემტევი ლამაზი ლაღი ფეხბურთის მოყვარული გუნდებია არიან ჰოლანდიაში და საფრანგეთის ლიგა1 სადაც ფიზიკურად ძლიერი აფრიკელები ჭარბობენ იქ ძალისმიერ და "ნაჯახ"ფეხბურთში ნამდვილად არ ღის ხვიჩას შესვლა.
ამ აიქსი ან მილანი.
გიო
19:00 14-04-2021
0
სპორტული რედაქცია ვალდებულია ყველა ინფორმაცია გაგვაცნოს და ეს მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. აბა, არ დაწერონ? თვითონ ხომ არ იგონებენ, წყაროს ასახელებენ. ვისაც არ უნდა, ნუ გაეცნობა, ძალით ხომ არ აკითხებს ვინმე?
სანდრო
21:15 14-04-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული