შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, რომელიც ამჟამად ტექნობოლის ფედერაციას ხელმძღვანელობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - "ტაიმ აუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად",  სუპერლიგის იდეის შესახებ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა:

"დიდ ქვეყნებსა და კლუბებს მიაჩნიათ, რომ ის თანხა, რასაც უეფა გამოიმუშავებს, დიდწილად მათი დამსახურებაა, მაგრამ ამ კლუბების ბიუჯეტზე არასაკმარისად აისახება...

სუპერლიგის მსგავსი პროექტის განხორციელებას დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. ვნახეთ, რომ უეფას წევრი 55-ვე ფედერაცია ამის წინააღმდეგ წავიდა. თავის დროზე G14 კლუბების პროექტიც ვერ განხორციელდა.

გარდა ამისა, გულშემატკივრები ცუდად იღებენ ამ ყველაფერს და ეს უმნიშვნელოვანესი  ფაქტორია...

სუპერლიგის იდეა თუ
განხორციელდა, მას მაინც მოუწევს საფეხბურთო იურისდიქციაში მოქცევა. თუკი ასე არ მოხდება, შესაძლოა,  საფეხბურთო ტაიმი 50-წუთიანი გახდეს ან 7-7 ცვლილება განხორციელდეს, ტაიმის შუაში შესვენება იყოს, რომლის დროსაც საცეკვაო ნომრები დაიდგმება და ა.შ."

წყარო: პირველი არხი

alt"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...


მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არავის მოუვა თავში ქვეყნის თასების გაუქმება/ერთა ლიგის გაუქმება-ამათ მაგიერ მსოფლიოს და ევროპის 2წლიანი შუალედით ჩატარება-ახლაც გემით ხო არ მიცურავენ გემები სხვა კონტინენტზე როგორც 30-იან წლებში.
ასევე როცა ლაპარაკია რო ფეხბურთი მოსაწყენი გახდა-ვარის შემოღებას ჯობდა დროის დასტოპება შემოეღოთ ყველა დაწინაურებული გუნდის ფეხბურთელი ტრავმას რო იღებს და გორაოს მინდორზე-ასევე აუტებს და ჯარიმებს ნელა აწოდებენ და ფეხბურთს ფაქტიურად არ თამაშობენ..
ეს დროის დასტოპება სფფმ შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში დატეატოს-ამას ხო დიდი ფინანსები არ სჭირდება 2 წამზომი მარტო..
მერე ნახეთ დონის აწევა ჩვენს ჩემპ-ში და სხვებიც ჩვენ მოგვბაძავენ.
ბავშვობაში მწვრთნელი მეკარეს არიგებდა-გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მიეცი,10-15 წამი მოიგეო...ესაა ყველაფერი
Levani
17:18 22-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული