ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება

AutoSharing Option
sportnet.sme.sk-ს თუ დავუჯერებთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი მუშაობას სამშობლოში განაგრძობს და "დუნაისკა სტრედას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

წყაროს ცნობით, "ჯვაროსნების" ყოფილმა მენეჯერმა სლოვაკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა და მოლაპარაკებამაც წარმატებულად ჩაიარა.

მოგეხსენებათ, ვაისი, 2020 წლის სლოვაკეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და მან დაჯილდოვებაზე განაცხადა, რომ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება სურს.

"დუნაისკა სტრედა" კი ჩვენთვის უცხო კლუბი ნამდვილი არ არის. სამი წლის წინ სწორედ ამ გუნდმა გამოთიშა თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ბატონო კიდევ ერთხელ დამტკიცდა რა "დონის" ტრენერია ვაისი ! DD
ზურა222
23:57 08-05-2021
0
მეგონა ფარერების მწვრთნელი გახდა. კიდევ კარგად გადავრჩენილვართ მეგობრებო.
Chitovichi
09:29 02-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული