"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

AutoSharing Option
ყველაფერი ეს 43 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა -

"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.

თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.

1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.

"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით

altგუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 43 /
სინამდვილე ბოლომდე თქვან მაგ უნამუსოებმა - დიდმა რეალმა როგორ დაამტვრია ყიფიანი და რეკორდმაისტერი თავისი სუპერვარსკვლავებით როგორ გაექცა მოედნიდან უყიფიანო დინამოს - გუნდი ისეთ დონეზე იყო დირიჟორის გარეშე უმკლავდებოდა ტოპ გუნდებს. ისეთი ეპოქა შექმნა, დღეს აგერ 41 წელი გავიდა და ობიექტური რუსი კომენტატორები კვლავაც ადარებენ რეალს და ბარსელონას. ესეც ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და იქნებ ოდესღაც ისევ ამოხეთქოს ქართულმა ფეხბურთმა ხმაურიანი გამარჯვებით
:)))))
13 მაისი 2022 16:13
1
ზუსტად იმ დამპალმა მადრიდის რეალმა შეიწირა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის გენია დავით ყიფიანი , მოტეხეს ფეხი და მის შემდეგ დაიწყო უიღბლობის სერია , რამაც განაპირობა მისი ფეხბურთიდან წასვლა .
კახა
14 მაისი 2023 02:47
6
დიდება ლეგენდარულ თბილისის "დინამოს"!!! "ლივერპულს" შეეშინდა!!! "ბავარია" კი, ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიქცა... ბევრი ახალგაზრდისთვის ეს წარმოუდგენელია!!! სასიამოვნო და საამაყო ფაქტია, ეს კიდევ ბევრი სხვა. "ბენფიკას", "ინტერის" დამარცხებიდან... "ლივერპულის", "ფეინორდის" გაფარჩაკებამდე.
tngh
13 მაისი 2022 16:25
4
გახსოვდეს(თ), ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან!
დიდება მათ, ვისაც ერთი კენჭი (რიყის ქვა, აგური) მაინც დაუდვია სამშობლო
ქვეყნის ბალავარზე!
შალვა
13 მაისი 2022 16:06
1
ბოდიშს ვიხდი, ტელეფონით ვარ შემოსული და ასქროლვისას დისლაიქზე დამეჭირა თითი... დიდი პატივისცემა კომენტარის ავტორს!!!
გოგა
13 მაისი 2023 22:14
0
გილოცავთ და გეხვევით!!! ჩვენო უსაყვარლესო ბიჭებო... ნათელი დაადგეთ გარდაცვლილების ხსოვნას.
tngh
13 მაისი 2021 16:24
0
დაე, კვლავაც განმეორებულიყოს 13 მაისის ბედნიერი ღამე !
SOS!!!
13 მაისი 2022 13:23
1
ქურდობა და ძარცვა ყოველთვის იყო ხოლმე, ვისაც გახსოვთ ის პერიოდი დინამოს თამაში რომ იყო იმ დღეს არანაირი დანაშაული არ ხდებოდა ისე იყო დიდი თუ პატარა შეპყრობილი ფეხბურთით, ხალხი შაბათ-კვირას ელოდებოდა სტადიონზე რომ წასულიყო, მთელი პლეხანოვი იკეტებოდა, ვაგზლის მიმდებარე, დიდუბე, მარცხენა სანაპირო, პატარა დღესასწაული იყო ხოლმე ყოველ კვირა. ბავშვი ვიყავი სადღაც 8-10 წლისა წლიური აბონემენტი მქონდა ხოლმე ყოველ წელს და დინამოს არც ერთ თამაშს არ ვაცდენდი, ძალიან მაგარი გუნდი გვყვავდა, 6 ქართველი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ეს იყო რაღაც სასწაული იმ დროს
მამუკა
13 მაისი 2023 11:04
0
ბრწყნიალე ბიჭები, ვაჟკაცების გუნდი. ჩვენი სიხარულის მომტანი გუნდი იყო. ამათ შემდეგ ვერასოდეს ისე ვერცერთ გუნდს ვეღარ ვგულშემატკივრობ, საქართველოს ნაკრების გარდა. ფაქტიურად ნაკრებიც იყო დინამო. დიდი მადლობა მათ, ბედიერები და ჯამთელები იყვნენ. იქ წასულ ბიჭები ნათელში იყვნენ.

ლიკუეტ ვსია გრუზია, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა. ია პრედსტავლიუ ჩტო ტვარიტსია ვ ტბილისი...ასე თქვა. ამ სიტყვებზე კოტეს განმარტება გააკეთებინეს მოსკოვში. თვითონ თქვა ერთ ერთ ინტერვიუშში. ბავშვი ვიყავი და ეს დღე არსოდეს დამავიწყდება, ასევე ეს სიტყვებიც. მთელ საქართველოში ხალხი ქუჩებში გამოვიდა საზეიმოდ.
რაც შეეხება ჩარჩენას დროში. დღეს ის 13 მაისია და ვისაც გინდათ მოიგონეთ რატომ იბოღმებით?
ერს რაც გვჭირს ისეც მშვენივრად ვიცით ბევრმა...
G.LA
13 მაისი 2022 15:10
4
კრაუსი არა,კრაუზე.
სოსო
13 მაისი 2021 14:01
1
აღარასოდეს უკან სსრკ-ში. დინამო ჩვენი სიამაყე იყო და არავინ იცოდა მაშინ ქართული გენის გუნდი რომ იყო. ქართული დროშაც არ ფრიალებდა ჩვენ დინამოს თამაშზე. ევროპაზე იფრიალებს ქართული დროშა პირველად დიდ ფორუმზე. საქართველოს გზა ევროპაშია. რუსების გზა ჭაობში. ენა, მამული, სარწმუნოება — ენას გვართმევდნენ ღორები, მამული წაგვართვეს 20% ღორებმა და ეკლესიები გადაგვითეთრეს ასევე ავტოკეფალია გაგვიუქმეს ღორრბმა. არა რუსულ პროექტს საქართველოში სახელად “ქართულ ოცნების” დივერსიულ ტერორისტულ დაჯგუფებას……… კი ევროპას!
G.LA
13 მაისი 2024 16:52
41
ევროვიზიაზე შვეიცარიის გამარჯვება ხო აღნიშნე ძმას ვენაცვალე
ნაპოლეონი
14 მაისი 2024 00:18
12
ყველგან პოლიტიკის ჩაჩრა რა საჭიროა? სწორედ სსრ კავშირმა და რუსეთმა მოგცა საშუალება ამხელა გაზრდილიყო ეს უწიგნური ხალხი და ევროპის ერთერთ განათლებულ ერად ქცეულიყავი. უმადურო.
ჟორა
13 მაისი 2024 18:37
9
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული