azerisport კახა ცხადაძის შესაძლო ახალ კლუბზე საუბრობს...

AutoSharing Option
პოპულარული აზერბაიჯანული გამოცემა azerisport-ი წერს, რომ იქაური "საბაჰის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კახა ცხადაძეს განიხილავენ და ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს:

"კლუბის ხელმძღვანელობის სიაში ერთ-ერთი პირველი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი ქართველი სპეციალისტია. კლუბსა და 52 წლის ცხადაძეს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა. უცნობია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, მაგრამ ცხადაძე აზერბაიჯანის
პრემიერლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. 

ქართველი სპეციალისტი "სტანდარტსა" და "ინტერში"(ამჟამად "კეშლა") მოღვაწეობდა და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ცხადაძე კარგად იცნობს აზერბაიჯანულ ფეხბურთს.

თუკი კახა ცხადაძე გუნდში მივიდა, იგი "საბაჰისთვის" მესამე უცხოელი მწვრთნელი იქნება. იმის
თქმა  შეიძლება, რომ წინა ორმა ნაკლებად გაამართლა".



მომზადებულია azerisport-ის მიხედვით


altკახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს


მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი, რაღაცა კაპეკებს იშოვი
Nukri
17:01 17-05-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული