მოგეხსენებათ, ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ასაკში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ უბისასთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების ადგილას კი სამახსოვრო ქვა გახლავთ, რომელზეც მისი სახელი და გვარი წერია, ხოლო ქვას მწვერვალზე ფაიფურისგან გაკეთებული ბურთი ედო, რომელიც ვიღაცამ გატეხა.
ფოტოს "ფეისბუქგვერდი" "Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები" აქვეყნებს.
სამახსოვრო ქვა იქამდე ასე გამოიყურებოდა:
ცხადია, ვანდალური აქტის ჩამდენისა თუ ჩამდენების პოვნა შეუძლებელია, მაგრამ, იმედია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ბურთის გატეხილ ფიგურას ახლით შეცვლის...