საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-3 წუთზე შორეული დარტყმით ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მატჩის საბოლოო შედეგი 29-ე წუთზე დაფიქსირდა, შოთა თოფურიას გადაცემით ირაკლი თოდუამ ისარგებლა და მეტოქეს მეორედ გაუტანა.

საქართველო 2:0 ლიეტუვა

​თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია, თოფურია, გიორგაია, ჯვარაშვილი, ღავთაძე

​სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, ჯამბურია, ჩიმაკაძე, ექიზაშვილი, თოლორდავა, კეკელია, სვანიძე, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, თოდუა

​მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ლიეტუვა: ჟაგარასი, იუხნო, ვოსკუნოვიჩი, ბუჩმა, სენჯიკასი

​სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, დერენდიაევი, ზაგურსკასი, ადომენასი, სკუდრელისი, ბარანაუსკასი, რეიმარისი, ოსაუსკასი, სამსონიკი

​მთავარი მწვრთნელი: ევგენ რივკინი

მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე, გოჩა ტარუაშვილი

​გაფრთხილება: ვახტანგ კეკელია (33:28), ირაკლი თოდუა (37:49)

​გოლები: 1:0 ჯვარაშვილი (02:48), 2:0 თოდუა (28:53)

​საქართველოსა და ლიეტუვის ფუტსალის ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა 4 ივნისს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული