საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლიეტუვასთან და ამჯერად ფრეს დასჯერდა - 2:2.
გოლები: 1:0 ვახტანგ კეკელია (02:42, შოთა თოფურია), 1:1 ედგარას ბარანაუსკასი (10:00, ვლადიმირ დერენდიაევი), 2:1 ვახტანგ კეკელია (13:10), 2:2 არტურ იუხნო (16:33, იუსტინას ზაგურსკასი)
შეგახსენებთ, პირველი მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.