ქართველი ნიკა ნოზაძე ერთ-ერთია იმ 15 მოთამაშიდან, რომელთაც მიუნხენური კლუბი ორკვირიან მომზადებას გაატარებს და შემდეგ საკუთარ 19-წლამდელთა გუნდთან ამხანაგურად გააჯიბრებს.
SPORTALL.GE 17 წლის ფეხბურთელს ესაუბრა. ნოზაძე, რომელიც 64 ქვეყნის 654 მოთამაშეში გამოარჩიეს, ამჟამად რეგიონლიგის "მუხიანში" გამოდის:
"ამ კონკურსის შესახებ "ბაიერნის" ოფიციალური გვერდიდან გავიგე.
ბავშვობიდან აქტიურად ვვარჯიშობ და რა თქმა უნდა, მიზნად მქონდა დასახული, პროფესიონალი ფეხბურთელი დავმდგარიყავი, თუმცა "ბაიერნის" ეს ინტერესი ჩემთვის მოულოდნელი იყო.
სულ 2 ეტაპი გავიარე - ვიდეოს გაგზავნა და გასაუბრება. მეორე დღესვე მიუნხენიდან დამიკავშირდნენ და გუნდში მოხვედრა მომილოცეს. ვფიქრობ, ჩემი ტექნიკური არსენალით მოიხიბლნენ.
21 ივნისს ჩავდივარ მიუნხენში. ზუსტად 1 კვირაში მექსიკაში 12-დღიან შეკრებას გავივლით, რა დროშიც 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. კეპს უამრავი სკაუტი აკვირდება და როგორც "ბაიერნში" დარჩენა, ისე სხვა გუნდში ჩარიცხვაა შესაძლებელი. მიუნხენში 10 ივლისს დავბრუნდებით."
"ბარსელონა" საუკეთესოა, "ბაიერნი" - მე-3... დეკადის საუკეთესო გუნდები გამოვლინდნენ
დაგიძახონ სავარჯიშოდ და იქაც დაგაკვირდნენ.