საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე საწვრთნელ შეკრებაზე, ძირითადად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები იმყოფებიან.

ტრავმების გამო ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს თეონა სუხაშვილი და ლანა გორგაძე ვერ დაეხმარებიან. გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით, მათ ნაცვლად, ეროვნულ გუნდს თბილისის "კვარტალის" მეკარე თეკლე გულორდავა შეუერთდა. დაზიანების გამო ასევე საეჭვო იყო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ტატა მატვეევას თამაში, თუმცა ფეხბურთელი მატჩებისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ამალი ხანდაზიანი (კვარტალი, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)​

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს, 18:00 საათზე, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა" უმასპინძლებს. 14 ივნისს კი ნაკრებები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს ქალთა ფეხბურთის..ის კი არა ჩემი 7 წლის გოგო მთხოვს ფეხბურთზე მიმიყვანეოდა ვაპირებ ამ დღეებში მივიყვანო..
უბრალოდ ვინმეს თუ შეუძლია ამიხსნას რა საჭიროა ქალთა ფეხბურთი..ფედერაცია რო ატარებს პროგრამებს და "საჭიროებაზე" გველაპარაკება-საერთოდ ვინმემ თუ იცის რა საჭიროა? მასობრიობა და ა.შ. გასაგებია..
მაგრამ მოთხოვნა ქმნის პროდუქტს,ასე სუბსიდიებით გადარჩენილი კაცთა ლიგა აღარ გვინდა და ეს ქალთა ფეხბურთი,რავიცი-სინჯარაში გამოყვანილი მცენარესავითაა
Levani
17:07 11-06-2021
0

სიახლეები პოპულარული