საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს ამჯერად დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდი აქტიურად თამაშს ცდილობდა და სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართა და გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

​საქართველო 0:0 აზერბაიჯანი
თბილისი, "მიხეილ მესხი"

​საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ხაბურზანია, ბოლქვაძე (46' ბებია),
პასიკაშვილი (68' ქადაგიშვილი), ნ. დანელია, მატვეევა (84' წოწერია), ბაქრაძე, ჭიჭინაძე (87' ხანდაზიანი)

სათადარიგო შემადგენლობა: გულორდავა, ძაძუა, გუჯაბიძე, ნარსია, მოდრეკილაძე

​მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

​აზერბაიჯანი: შარიფოვა, მირზალიევა, ნ. ჰაჯიევა, აჰმადოვა, კ. მამადოვა (46' პარლაკი), დოროფეევა, დ. მამადოვა, ა. ალიევა (85' ვ. ჰაჯიევა), მაჰსიმოვა, ბოზდაგი (69' ჯ. ალიევა), ბაკარანძე (77' სევფადინოვა)

​სათადარიგო შემადგენლობა: ნ. ალიევა, მურადოვა, რაჰიმოვა, ალიზადა, აჩარი, გოზუკარა

​მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

​მსაჯები: მამუკა სადილიანი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშენიძე

​გაფრთხილება: 42' კ. მამადოვა, 59' ნ. დანელია, 71', 89' მირზალიევა, 76' ხაბურზანია, 90+1' დ. მამადოვა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული