"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებას ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ გვერდებზე, არაერთი კომენტარი დაიწერა.

აზერბაიჯანელი გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილნი, თუმცა წარმატების მისაღწევად, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევენ. "ნეფთჩის" "ფეისბუქგვერდის" პოსტის ქვემოთ დაწერილი კომენტარებიდან რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

"ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის, თბილისის "დინამოს" გავლას დიდი მომზადება სჭირდება."

"ნუ დაიშურებთ ნურაფერს, დაამარცხეთ ქართველები!"

"დიდი შესაძლებლობა გვაქვს, ქართველებს ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ!"

"თქვენ დიდი ფლაგმანი ხართ!"

"სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს 3-4 მოთამაშის ტრანსფერი.
იმედი მაქვს, ამ ბარიერს გავივლით."

"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!"

"წარმატებას რომ მივაღწიოთ, მეკარე, ცენტრალური და მარცხენა მცველი, ასევე, თავდამსხმელი გვჭირდება."

"იმედი გვაქვს, წელს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვიხილავთ."

"ნუ შევალთ ქართული გუნდის გვერდზე და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ცივილიზებულები ვიყოთ!"

"ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის დონე გაიზარდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

alt"ნეფთჩი" ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" - ცხადაძის პირველი კომენტარი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენ რავა სულ ქართველების და არა გუნდის დამარცხებაზე ფიქრობთ, თქვე ქართველებზე ჩამოკიდებულ-დამოკიდებულებო!
მალხაზ ჯობავა
11:47 16-06-2021
0
ისე ეს რეგიონული პრინციპი უეფაში თავში რატომ მოუვიდათ,რატომღაც ფეიერფლეის პრინციპების დარღვევა მგონია....ნეფჩი აქ არაფერ შუაშია....ავიღოთ ნორვეგიის ჩემპიონი ბოდო გლიმიტი,რომელიც შეიძლება პირველივე წრეში გამოვარდეს,გაყავი რა რეიტინგების მიხედვით და ისე გააკეთე კენჭისყრა,კონფერენს ლიგის წყვილები სრული კატასტროფაა კიდე...დღეს 2 კვალიფიკაციის კენჭისყრაა როგორც უეფას ვებ გვერდზე ამოვიკითხე...ბათუმის მეიმედება,დინამოს ნუ ჩამოვწერთ,დილა სურპრიზააა,გაგრასაც შეუძლია იმ გუნდის გაგდება,ანუ ჯერ-ჯერობით მაინც ოპტიმიზმი ვნახოთ
გულშემატკივარი
10:35 16-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული