"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებას ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ გვერდებზე, არაერთი კომენტარი დაიწერა.

აზერბაიჯანელი გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილნი, თუმცა წარმატების მისაღწევად, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევენ. "ნეფთჩის" "ფეისბუქგვერდის" პოსტის ქვემოთ დაწერილი კომენტარებიდან რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

"ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის, თბილისის "დინამოს" გავლას დიდი მომზადება სჭირდება."

"ნუ დაიშურებთ ნურაფერს, დაამარცხეთ ქართველები!"

"დიდი შესაძლებლობა გვაქვს, ქართველებს ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ!"

"თქვენ დიდი ფლაგმანი ხართ!"

"სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს 3-4 მოთამაშის ტრანსფერი.
იმედი მაქვს, ამ ბარიერს გავივლით."

"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!"

"წარმატებას რომ მივაღწიოთ, მეკარე, ცენტრალური და მარცხენა მცველი, ასევე, თავდამსხმელი გვჭირდება."

"იმედი გვაქვს, წელს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვიხილავთ."

"ნუ შევალთ ქართული გუნდის გვერდზე და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ცივილიზებულები ვიყოთ!"

"ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის დონე გაიზარდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

alt"ნეფთჩი" ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" - ცხადაძის პირველი კომენტარი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენ რავა სულ ქართველების და არა გუნდის დამარცხებაზე ფიქრობთ, თქვე ქართველებზე ჩამოკიდებულ-დამოკიდებულებო!
მალხაზ ჯობავა
16 ივნისი 2021 11:47
0
ისე ეს რეგიონული პრინციპი უეფაში თავში რატომ მოუვიდათ,რატომღაც ფეიერფლეის პრინციპების დარღვევა მგონია....ნეფჩი აქ არაფერ შუაშია....ავიღოთ ნორვეგიის ჩემპიონი ბოდო გლიმიტი,რომელიც შეიძლება პირველივე წრეში გამოვარდეს,გაყავი რა რეიტინგების მიხედვით და ისე გააკეთე კენჭისყრა,კონფერენს ლიგის წყვილები სრული კატასტროფაა კიდე...დღეს 2 კვალიფიკაციის კენჭისყრაა როგორც უეფას ვებ გვერდზე ამოვიკითხე...ბათუმის მეიმედება,დინამოს ნუ ჩამოვწერთ,დილა სურპრიზააა,გაგრასაც შეუძლია იმ გუნდის გაგდება,ანუ ჯერ-ჯერობით მაინც ოპტიმიზმი ვნახოთ
გულშემატკივარი
16 ივნისი 2021 10:35
0
Cxadadzis imedad vart. Fexburts "dinamo" ar tamashobs da "neftchic" dzalad gaqachuli gundi mgonia. Bolo turebshi "yarabaxi" chaxsnes mizanmimartulad rogorc chans.
.......
16 ივნისი 2021 10:04
1
ისე კიდე მატრო დინამოს აკადემიამ რაც ბიჭები გაზარდა ბოლო 7-8წელი ისინი რო შეიკრიბნონ(კიტე,ჩაკვე,ხვიჩა,თუნდაც ლოჩო და ა.შ) გადაგაფხრიწავენ ულვაშებზე ბურთს ბიძია თქვენ და თქვენს ნავთობწრუპია ლეგიონერებს
Levani
16 ივნისი 2021 02:14
1
გამართლებულია მათი ოპტიმიზმი სამწუხაროდ, ფარერის კუნძულებოს გუნდთან 5-1 რომ წააგებ მაგის მერე ფავორიობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, სამწუხაროდ დიდი ფულის გარეშე დღეს გუნდის დაკომპლექტება შეუძლებელია და ბაქოელების ბიუჯეტს რომ გადახედოთ მიხვდებით რაზეა საუბარი.
მაგრამ მაინც იმედი მაქვს . დინამო ფორევარ
პ.ს. იქნებ დინამოს ფეხბირთელებს ვინმემ აუხსნას რომ მეტრეველის, მესხის, ყიფიანის და შენგელიას მაისური აცვიათ და მისი მნიშვნელობა.
მეგრელი
16 ივნისი 2021 02:11
1
ა ბიჯო,გვეშველა..გასწავლითო..ალბათ თვითონ იციან და გვასწავლიან და მერე მაგრები ვიქნებით..
Levani
16 ივნისი 2021 02:10
0
დიდი იმედი მქვს რო ბოლო ევროტურნირი იქნება ფიფიასთვის
დათო
15 ივნისი 2021 22:07
1
ესენი გვეღადავებიან ხო?/ რა ქართველები უნდა დააამარცხოთ ჯერ ეს ერთი? და მეორე კიდე დინამოს თუ ვერ მოუგეთ თქვენ აბა მაშინ რაღა გინდათ მანდ?! და მესამე ქართველებს კი არა ფიფიას ეთამაშებით თქვენ!!! აუხსენით ვინმემ თუ შეუძლება.
Vasili
15 ივნისი 2021 20:18
5
შარში ვართ :(
bejo
15 ივნისი 2021 18:54
0
დინამო თუ არ გაძლიერდა, რაც არ მჯერა, შერცხვება
Zura
15 ივნისი 2021 17:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული