ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა

AutoSharing Option
დღეს, 22 ივნისს, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი არ შედგა - ერთმანეთს  "ლანჩხუთი" და მოქმედი ჩემპიონი "ნიკე" უნდა დაპირისპირებოდნენ. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მაგრამ თბილისურმა კლუბმა ის მატჩის დაწყებამდე დატოვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "ნიკემ" გააპროტესტა, რომ სტუმრები მატჩის რამდენიმე კამერით გადაღებას გეგმავდნენ და თამაშზე უარი ამ მიზეზით თქვეს. 

SPORTALL.GE "ლანჩხუთის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა:

"კლუბი სტადიონზე კალენდრით გათვალისწინებულ დროს გამოცხადდა, თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, თამაში არ შედგა. ველოდებით ფედერაციის გადაწყვეტილებას და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ გავავრცელებთ."

ჯერჯერობით უცნობია, ამ ფაქტს რა გადაწყვეტილება მოჰყვება. სავარაუდოდ, "ლანჩხუთს" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვლება.


წყარო: "გურია
თუდეი"

altუპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა


მკითხველის კომენტარები / 9 /
კამერებმა რა გაანაწყენათ კი მარა შიშვლებს უღებდნენ.DDD
1
ალბათ უნდა მოეგოთ აშკარა ჩაწყობით
რასაც კამერები დააფიქსირებდნენ....
სპორტ ფაზა
15:58 22-06-2021
0

სიახლეები პოპულარული