ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მომავალი მეტოქე "ნეფთჩი" სლოვენიაში გადის შეკრებას.
ბაქოელები ამხანაგურ მატჩში ლიუბლიანას "ოლიმპიას" დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ითამაშეს.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი "ოლიმპიას" ახალმა მწვრთნელმა სავო მილოშევიჩმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელებს ძალიან ძლიერი კლუბი ჰყავთ.
"სულ რაღაც 5 დღეა, რაც "ლიუბლიანას" მწვრთნელად დავინიშნე და ეგრევე ისეთ ძლიერ გუნდთან თამაშს არ ვისურვებდი, როგორიც "ნეფთჩია", თუმცა ეს დაპირისპირება ჩემამდე იყო შეთანხმებული.
აზერბაიჯენელებს საკმაოდ კარგი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ბურთის კონტროლი შეუძლიათ. განსაკუთრებით, ნიგერიელ ფორვარდს იუსუფ ლავალს გამოვყოფდი", -
უთხრა Neftchi Tv-ს მილოშევიჩმა.