"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა, რომელსაც აზერბაიჯანული "ბაქისა" და "ყარაბაღის" ღირსებაც დაუცავს, თბილისური კლუბისა და "ნეფთჩის" შეხვედრების წინ azerisport-თან საკუთარი აზრი გამოთქვა:

"ვფიქრობ, გუნდების შანსები თანაბარია. ამჟამად, საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება და "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მუშაობდა. ალბათ, სწორედ ეს იმოქმედებს საბოლოო შედეგზე.

კახამ ძალიან კარგად იცის, გუნდი დაცვაში როგორ უნდა ათამაშოს. გარდა ამისა, მას ეხმარება გიორგი ჩიხრაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ასევე, მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ამ ფაქტორების მიუხედავად, ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ვინ იქნება წყვილში გამარჯვებული?
ყველაფერი პირველ თამაშზე იქნება დამოკიდებული".

44 წლის გოგობერიშვილს  როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ კლუბებში საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა , საქართველოს ნაკრებში კი 2001-05 წლებში გამოდიოდა.

alt"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან

alt"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება



მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე მეც რომ მკითხოს ჟურნალისტმა, მეც ვიტყვი "შანსები თანაბარია"-ო, მაგრამ სინამდვილეში ხომ ვიცით რაც გველოდება. დავიჯერო, ერთ წელიწადში ისე გაძლიერდა დინამო, რომ შარშანდელივით მეთევზეებს ფრეს მაინც ეთამაშება? შემახსენეთ შემადგენლობას ვინ დაემატა.
haha
09:28 23-06-2021
0
ამ შემადგენლობით დინამოს შანსები მიზერულია.
0

სიახლეები პოპულარული