ტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" საქართველოში ჩამოსვლამდე გენერალურ რეპეტიციას მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს. მატჩი 29 ივნისს შედგება.

რუსული ინტერნეტგვერდი wildstat-ი ამ გუნდების სტატისტიკას გვაცნობს - 55 შეხვედრიდან მოსკოველებმა 29-ში იმარჯვეს, 13 მატჩი "ნეფთჩის" გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე კი -ფრედ. ისინი ბოლოს 1998 წელს, საბჭოთა კავშირის თასზე შეხვდნენ, სადაც ორმატჩიანი დაპირისპირება "სპარტაკის" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ფაქტია, აზერბაიჯანელები მოახლოებული შეხვედრებისთვის სერიოზულად ემზადებიან, გუნდი პრობლემურ პოზიციებზე ტრანსფერებს ახორციელებს. ბაქოურმა კლუბმა ორი ფორვარდის - 30 წლის სუარეს ჰარამიზისა და 29 წლის
სესარ მესა ქოლის ტრანსფერები გამოაცხადა და  სერიოზულ სპარინგ-პარტნიორებსაც ეძებს. "სპარტაკამდე" "ნეფთჩი"  სლოვენიურ "კოდელიევოსაც" შეხვდება.

შეგახსენებთ, ბაქოელების მეტოქე მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჯანო ანანიძის ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

"დინამოსა" და "ნეფთჩის" პირველი მატჩი 7 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება.


alt"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან


alt"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ






მკითხველის კომენტარები / 4 /
და ფიფია რას აპირებს! კიდევ ერთხელ თუ გაპარტახდა დინამო ევრო ასპარეზზე უნდა წავიდეს ყველანაირი კითხვის გარეშე. დინამო საქართველოს ბრენდია და ასეთ დღეში არასოდეს ყოფილა
MT
23 ივნისი 2021 16:07
1
ჯანგო, მოიცა შენ რა გგონია ფიფია ინვესტიციებს დებს? ხო კარგია ფეხბურთელებს ხელფასებს უცდის, სტაფს უხდის მაგრამ შედეგი? გასაგებია ააშენა აკადემია რომელიც ოქოს საბადოსავითაა, ნაკრების ძირითადი ბირთვი დინამოს აკადემიისგან შედგება და მომავალში კიდე ბევრი იქნება ოქროს თაობა ყავს, მაგრამ ამით დინამოს რა? გავიგეთ ნაკრებს უზრდის ფეხბურთელებს რომელსაც დინამო ვერაფერში იყენებს და კაპიკებში ჩუქნის საშოალო დონის გუნდებს (საშუალოზე დაბალი დონის ან ნორმალური კლუბის ბ გუნდებს) მაგ კაცს იმის გააზრების უნარიც არ აქვს თუ რა დონის გუნდის მეპატრონეა, იმასაც ვერ ხდება რომ გულშემატკივარი ყავს დინამოს რომელსაც პატივი უნდა სცეს და გუნდი ევრო ტურნირების წინ არ დაშაალოს და წამყვანი ფეხბურთელები არ უნდა გაყიდოს (კაჭარავას რა გუნდი დაუშალა ევროს წინ და მერე გუნდოდან გააგდო + ჩისკო) მოკლედ რაც უფრო მალე მოსორდება ფიფა დინამოს მით უფრი ადრე წავა წინ დინამო :) ქონდეს აკადემია აღზარდოს ბავშვები მაგრამ გაანებოს ამ გუნდს თავი გაყიდოს აუქციუნზე დინამო ისეთი გუნდოა ბევრს მოუნდება ფულის ჩადება და უკეთესადაც გააკეთებს საქმეს.
მიშო
24 ივნისი 2021 15:32
0
სად უნდ აწავიდეს? საკუთარი გუნდიდან? და შენ გადაიბარებ გუნდს, ხელფასებს მისცემს მთელს შტატს და ვალებსაც გაისტუმრებ, ინვესტიციებსაც ჩადებ?
jango
23 ივნისი 2021 18:15
6
ვაახ წარმოიდგინეთ ამათ რამხელა სირცხვილად მიაჩნიათ რომ ჩვენთან გამოვარდნენ, ტიპები კანიდან ძვრებიან რომ რამე იაღლიში არ დაემართოდ.D
jjj
23 ივნისი 2021 15:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული