"ნეფთჩიმ" მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხა და თბილისში კარგი განწყობით მოდის

AutoSharing Option
"ნეფთჩის" ყოფილმა მეკარე ჰუსეინ მაგომედოვმა azerisport-თან თბილისის "დინამოსთან" შეხვედრის წინ აზერბაიჯანული კლუბის შანსებზე ისაუბრა.

"ნეფჩიმ" სლოვენიის საწვრთნელი შეკრება გაიარა, რომლის ფარგლებშიც ამხანაგური მატჩები ჩაატარა. ბოლო შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკი" 2:1 დაამარცხეს.

"შემადგენლობაში ცვლილებებია, ახალმოსულები თანდათან ეგუებიან გუნდს. მჯერა, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამდე ბოლომდე შეთამაშდებიან.

რაც შეეხება "სპარტაკთან" მატჩს, აშკარა იყო, რომ "ნეფთჩი" დიდი მონდომებით თამაშობდა.  ბიჭებმა მოიგეს და ძალიან კარგადაც ითამაშეს. 

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალი გახდა ქართული "დინ
ამოსთვის". მათ დაინახეს, რომ "ნეფთჩი" სულაც არ არის მარტივი მეტოქე. ამ თამაშით ვაჩვენეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ. ამავდროულად, საჭირო იქნება, თბილისურ გუნდთან კიდევ უფრო დიდი სურვილითა და თავდადებით ვიმოქმედოთ. ალბათ, ასეც იქნება. თანდათანობით "ნეფთჩი" პოულობს თავის თამაშს. საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა და ვიმედოვნებ, რომ ისინი სიხარულს მოგვანიჭებენ.

ის ფაქტი, რომ ცხადაძე აზერბაიჯანში მუშაობდა და საფუძვლიანად შეისწავლა ჩვენი ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ეს "ნეფთჩის" გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კახა საათობით აანალიზებს მოწინააღმდეგეს. ერთი სიტყვით, ცხადაძე კომპეტენტური და ქმედითუნარიანი სპეციალისტია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, "ნეფთჩი" არის "ნეფთჩი".

შეგახსენებთ, "დინამოსა" და "ნეფთჩის" პირველი შეხვედრა 7 ივლისს, თბილისში გაიმართება. 

altტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება

alt"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ

alt"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი


მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ პრობლემა ფიფია კი არა, პრობლემაა უცოდინარობაა ქართულ ფეხბურთში. ეს ბავშვობიდან იწყება. როგორც წესი ტრენერი გამოყოფს ნაცნობების, მამიკოების შვილებს და 1-2 მართლა ნიჭიერს (მეტი ერთ ტრენერთან არც არის), ჰოდა "ამეცადინებს" გასული საუკუნის 70ანი წლების მოდელით. ამიტომ ე.წ. "წესიერი" ბავშვები 14-15 წლამდე ანებებენ თავს ფეხბურთს. აქ, ისიცაა რომ ჩვენთან ითვლება, რომ მოთამაშე მოხულიგნოც უნდა იყოს. ჰოდა, მოხულიგნო და შრომისმოყვარე სად გინახავთ? მოკლედ, ვისაც ჭკუა აქვს და მზად არის იმუშაოს დღე და ღამე, იმას გულს უცრუებენ ფეხბურთზე. ჰოდა, რომ გადმოვიდეთ ნაკრებზე 2-3 რომ გყავდეს ჩაკვე-კვარა და დანარჩენი შრომისმოყვარე ტაქტიკურად ჭკვიანი ბიჭები, ეხლა ევროპაზე ვინ იქნებოდა? უფრო მეტი, ამ ბიჭების გარეშეც შეძლებდა ჭკვიანი, შეკრული გუნდი თამაშის მოგებას. ჰოდა, ჭკვიანებს, დისციპლინირებულ და შრომისმოყვარე ხალხს ბავშვობიდან ცხრილავენ ჩვეულებრივი, უბრალო "ტრენერები".
pesimisti
17:53 30-06-2021
8
ბევრი რამ მართალი თქვა მაგრამ ნეფთჩი არის ნეფთჩიო მგონი გადაამლაშა, როდი ყოფილა ნეფთჩი რაიმე სახის ბრენდი არ ვიცი
Grisha
15:30 30-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული