"ნეფთჩიმ" მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხა და თბილისში კარგი განწყობით მოდის

AutoSharing Option
"ნეფთჩის" ყოფილმა მეკარე ჰუსეინ მაგომედოვმა azerisport-თან თბილისის "დინამოსთან" შეხვედრის წინ აზერბაიჯანული კლუბის შანსებზე ისაუბრა.

"ნეფჩიმ" სლოვენიის საწვრთნელი შეკრება გაიარა, რომლის ფარგლებშიც ამხანაგური მატჩები ჩაატარა. ბოლო შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკი" 2:1 დაამარცხეს.

"შემადგენლობაში ცვლილებებია, ახალმოსულები თანდათან ეგუებიან გუნდს. მჯერა, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამდე ბოლომდე შეთამაშდებიან.

რაც შეეხება "სპარტაკთან" მატჩს, აშკარა იყო, რომ "ნეფთჩი" დიდი მონდომებით თამაშობდა.  ბიჭებმა მოიგეს და ძალიან კარგადაც ითამაშეს. 

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალი გახდა ქართული "დინ
ამოსთვის". მათ დაინახეს, რომ "ნეფთჩი" სულაც არ არის მარტივი მეტოქე. ამ თამაშით ვაჩვენეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ. ამავდროულად, საჭირო იქნება, თბილისურ გუნდთან კიდევ უფრო დიდი სურვილითა და თავდადებით ვიმოქმედოთ. ალბათ, ასეც იქნება. თანდათანობით "ნეფთჩი" პოულობს თავის თამაშს. საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა და ვიმედოვნებ, რომ ისინი სიხარულს მოგვანიჭებენ.

ის ფაქტი, რომ ცხადაძე აზერბაიჯანში მუშაობდა და საფუძვლიანად შეისწავლა ჩვენი ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ეს "ნეფთჩის" გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კახა საათობით აანალიზებს მოწინააღმდეგეს. ერთი სიტყვით, ცხადაძე კომპეტენტური და ქმედითუნარიანი სპეციალისტია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, "ნეფთჩი" არის "ნეფთჩი".

შეგახსენებთ, "დინამოსა" და "ნეფთჩის" პირველი შეხვედრა 7 ივლისს, თბილისში გაიმართება. 

altტრანსფერები, სერიოზული სპარინგ-პარტნიორი - ბაქოს "ნეფთჩი" თბილისისთვის ემზადება

alt"ნეფთჩის" ყოფილი ფეხბურთელი: ბაქოელებს "დინამოს" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვთ

alt"დინამოსა" და "ნეფთჩის" შანსები თანაბარია - საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი


მკითხველის კომენტარები / 15 /
არადა მგონია, რომ წელს ცხადაძე დადებს შედეგებს და სავარაუდოდ კონფერენს ლიგაზეც გავა საბოლოოდ. (იქ როგორ ითამაშებს მაგას ვნახავთ).

როგორც ნაკრები გამოვიდა თითქმის წარმატებულად ეროვნულ ლიგაზე, მგონია რომ რომელიმე ქართული კლუბიც წარმატებით გამოვა წელს ახალ შექმნილ კონფ ლიგაზე. (ნუ ცხადაძის ხელში მყოფ დინამოს ნამდვილად აქვს შანსები, თან უფრო ზემოდან იწყებს და მეტი პროცენტული შანსიც აქვს)
4
ყველა განვითარდა და ისწავლა მენეჯმენტი, სელექცია, ფეხბურთელის მოვლა, სამწუხაროდ ჩვენს გარდა, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ დინამო დინამოა, მაინც ნელ-ნელა კარგავს თავის ნიშას და პატივისცემას საფეხბურთო სამყაროში, ანგარიშგასაწევი კლუბი აღარ არის სამწუხაროდ, რაც ძნელი ასატანია, ვფიქრობ გეგმა არ არსებობს განვითარების.
⚽⚽⚽
11:45 01-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული