“ნეფთჩისთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ უპასუხა:
"თამაშის დასრულებისთავანე ლოგიკური ანალიზის გაკეთება რთულია, ემოციები ჭარბობს. ვნახეთ, რომ მომენტები შევქმენით, მაგრამ შედეგი ნეგატიური დადგა. არ შეიძლება ისეთი შეცდომის დაშვება, როგორიც პენალტის დროს იყო. პირველ ტაიმში სქემამ იმუშავა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, კარგად ითამაშეს, იბრძოლეს.
მათმა მეკარემ მაგრად ითამაშა, ბევრი სეივი ჰქონდა. გასვლაზე გატანილი გოლი გაუქმდა და ვთვლი, რომ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და იმასაც ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია. შევისწავლით მატჩს, დავისვენებთ, ვეცდებით იგივე შეცდომები
აღარ დავუშვათ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.
საპასუხო მატჩამდე გაძლიერება არ მოესწრება. განსაზღვრულ პოზიციებზე გვინდოდა გაძლიერება, 3-4 ფეხბურთელს კონკრეტულად შევთავაზეთ, მაგრამ ყველაფერი გაიწელა. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ეს საქართველოა, აქ ყველაფერი კომპლექსურად დგას, ჩემპიონატს ვგულისხმობ… ისეთი ფეხბურთელები უნდა მოვიყვანოთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ. შემტევი მყავდა შერჩეული, თანახმა იყო პირობებზე, მაგრამ მერე გადათქვა და დიდი ფული არჩია. ქართულ ბაზარზე კი ყველა მოთამაშე დაკავებულია. სამწუხაროდ, ერთმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
თამაშის წინ ბევრი პრობლემა იყო, აღდგენისთვის საკმარისი დრო არ გვქონდა, მაგრამ, რაც ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, დღეს წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ. ყველამ უნდა ვიმუშაოთ. მესმის მაყურებლისაც, საქართველოში “კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ” უნდა დასრულდეს. ძალიან მენანება ეს მატჩი, რადგან დიდი უპირატესობა გვქონდა.
“ნეფთჩი” სწრაფი გუნდია, კონტრშეტევაზე სწრაფად გადმოდიან. ვიცოდით ეს. ისიც ვიცოდით, თუ ჩვენი ფეხბურთელებიდან ვის შეექმნებოდა ფიზიკასთან პრობლემა და ვგეგმავდით და შევცვალეთ კიდეც. მეორე გოლის გაშვების შემდეგ სიჩქარე დავიწყეთ. პირველ ტაიმში დაინახეთ, რომ ხშირად შევცვალეთ ფლანგები და მომენტებიც შევქმენით. უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც დაიგეგმა, თუმცა აჩქარებამ ფიზიკურად დაღლაზე მეტად იმოქმედა. არ დავმალავ, არიან ფეხბურთელები, რომელთანაგაც უფრო მეტს ველოდით. შეტევაში გვაქვს პრობლემები, მაგრამ მაინც, ამ კონტინგენტით უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ტაიმი მეორე ტაიმში გადავიტანოთ.
ფაქტია, ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა. მთავარი მომენტი არაა, მთავარია გოლები და მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც მეტი გაიტანა. გაცუდებული მომენტების თვლას ახლა აზრი არ აქვს.
გულშემატკივრებს ბოდიშს მოვუხდი, თუ მათ გული დავწყვიტეთ. “ნეფთჩი” სერიოზული გუნდია, “ყარაბაღს” აჯობა და ეს ადვილი არ არის. ამ ყველაფერს კი, ცხადია, გამოცდილება ქმნის. გამოცდილება ოსტატობას გმატებს. ცხადია, ჩვენს ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება აკლიათ. მეტოქის რიგებში საუკეთესოები აზერბაიჯანელები იყვნენ. მათ მეტი გამოცდილება აქვთ ნაკრებში, სხვადასხვა კლუბში და მატჩის ბედის გარდამტეხი სწორედ ეს დეტალები აღმოჩნდა".

ფიფიას რა?
ნახეთ რა ფეხბურთელები დახვდა გუნდში, ამათმა ვის ინდა მოუგონ, მარუშიჩის და კიდევ 2-3 ფეხბურთელის მეტს ვერავის გამოვარჩევ.
ძალიან დაბალი დონეა, ალბათ სპორტული დირექტორის პასუხისმგებლობაა.
ფიფიას წასვლის მოთხოვნა მაინც უადგილოა, ტორპედოს მაგალითი აიღეთ, წავიდა ის თაღლითი და არავინ გამოჩნდა, ფიფიაც რომ წავიდეს დინამოც იგივე დღეში აღმოჩნდება, ამ ჭაობში არავის უნდა ფულის ჩადება.