"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ გასვლაზე „ჟილინასთან“ 1:5 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და დებიუტში ანგარიში განელმა მცველმა ანანგმა გახსნა. შემდეგ „დილამ“ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - თავდამსხმელმა დურიშმა მეორე გოლი გაუტანა გუგეშაშვილს და სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალტელმა მსაჯმა ფარუჯიამ „დილას“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სომეხმა ნახევარმცველმა ბიჩახჩიანმა გამოიყენა, ცოტა ხანში დურიშმა დუბლი შეასრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჯიბრიმ მეხუთედ დაამწუხრა გორელები. საპასუხო შეტევისას კი ნემსაძემ ბიძინაშვილის პასით
პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გორში გაიმართება.

ჟილინა. „პოდ დობნომი“

ჟილინა - დილა 5:1
გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბაჩახჩიანი (56, პენ), 4:0 დურიში (64), 5:0 ჯიბრი (82), 1:5 ნემსაძე (83)

ჟილინა: პეტრაში, მინარიკი, კივიორი, ანანგი, პაური (ჯიბრი 57), ფაზალაგიჩი (მუსლოვიჩი 67), ბიჩახჩიანი (ბერნატი 57), გონო, დურიში (ჯამბორი 81), რუსნაკი, კარპალიკი (გოლიანი 67)

დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი, ეტოუ, სილვა (ნემსაძე 66), სანტოსი, მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი 58), ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ნონდი, კაპანაძე (ზუბაკი 76), კამარა (ბუღრიძე 66)

alt"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
საერთოდ რატომ გადიან ამ ტურნირზე? მთელი წელი თავს იკლავენ რომ საპრიზო ადგილი დაიკავონ და ამისთვის? სირცხვილია
რობი
08 ივლისი 2021 22:50
3
თამაში ექვსამდე არ იყო?
????
08 ივლისი 2021 23:56
2
სად ვართ?
დათო დათო
08 ივლისი 2021 22:44
1
მაგრა ითამაშა დილამ, თავი მოიკლეს და მე-6 ბურთი არ გაუშვეს.
დათო
09 ივლისი 2021 07:56
0
Sagol, erti goli rogor gaitanes
Levani
08 ივლისი 2021 22:49
2
ესაა ჩვენი 3ე გუნდი და ამ ჩემპიონატის 3ე ლიგაში რო უცხოელები ჩამოდიან სათამაშოდ(სათამაშოდ?) :))
Levani
09 ივლისი 2021 00:34
1
დადგინდა ქართული ფეხბურთის ადგილი-სან-მარინოსა და აზერბაიჯანს შორის ვართ
zaz197
09 ივლისი 2021 12:41
0
აზერბაიჯანი ხმამაღლა ნათქვამია, სანმარინის და სომხეთს შორის.
hhh
09 ივლისი 2021 13:37
0
გაუნათლებლობა ,არაპროფესიონალიზმი ,ეს გუნდის მესვეურები და ფეხბურთელებიც უმეტესობა შესაბამისად აქვთ შერჩეული .
დევკალიონი
08 ივლისი 2021 23:51
1
დილა ხო ეროვნულ ჩემპიონატში უგებს სამტრედიას შუქურას და ასე შემდეგ რა არაა საკმარისი ? პ.ს შერცხვათ ?
zurabi
09 ივლისი 2021 12:55
0
საკმარისია
ლევან
09 ივლისი 2021 16:29
0
მეკარე იდგა გორის დილას კარში?
rotori
09 ივლისი 2021 09:59
0

სიახლეები პოპულარული