"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ გასვლაზე „ჟილინასთან“ 1:5 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და დებიუტში ანგარიში განელმა მცველმა ანანგმა გახსნა. შემდეგ „დილამ“ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - თავდამსხმელმა დურიშმა მეორე გოლი გაუტანა გუგეშაშვილს და სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალტელმა მსაჯმა ფარუჯიამ „დილას“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სომეხმა ნახევარმცველმა ბიჩახჩიანმა გამოიყენა, ცოტა ხანში დურიშმა დუბლი შეასრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჯიბრიმ მეხუთედ დაამწუხრა გორელები. საპასუხო შეტევისას კი ნემსაძემ ბიძინაშვილის პასით
პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გორში გაიმართება.

ჟილინა. „პოდ დობნომი“

ჟილინა - დილა 5:1
გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბაჩახჩიანი (56, პენ), 4:0 დურიში (64), 5:0 ჯიბრი (82), 1:5 ნემსაძე (83)

ჟილინა: პეტრაში, მინარიკი, კივიორი, ანანგი, პაური (ჯიბრი 57), ფაზალაგიჩი (მუსლოვიჩი 67), ბიჩახჩიანი (ბერნატი 57), გონო, დურიში (ჯამბორი 81), რუსნაკი, კარპალიკი (გოლიანი 67)

დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი, ეტოუ, სილვა (ნემსაძე 66), სანტოსი, მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი 58), ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ნონდი, კაპანაძე (ზუბაკი 76), კამარა (ბუღრიძე 66)

alt"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
საერთოდ რატომ გადიან ამ ტურნირზე? მთელი წელი თავს იკლავენ რომ საპრიზო ადგილი დაიკავონ და ამისთვის? სირცხვილია
რობი
22:50 08-07-2021
3
სად ვართ?
დათო დათო
22:44 08-07-2021
1

სიახლეები პოპულარული