თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" შეხვედრის დასრულების შემდეგ "დინამო არენაზე" კონფლიქტი რამდენიმე რაუნდად განვითარდა...
შეხვედრის დასრულებისთანავე გინება და გაწევ-გამოწევა გაიმართა ვიპ-ლოჟაში მყოფ ერთ-ერთ ადამიანსა და გულშემატკივრებს შორის.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც ვიპ-ლოჟიდან ფანებს აგინებდა, "დინამოს" გენდირექტორი ზაზა დოლიძე იყო. მაგრამ ეს მცდარი ინფორმაციაა, ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანი ზაზა დოლიძე არ არის.
თბილისის "დინამოში" sportall.ge-ს უთხრეს, რომ კონფლიქტში ჩართული პიროვნება კლუბში არ მუშაობს და "დინამოსთან" პირდაპირი კავშირი არ აქვს.
სოციალურ ქსელში ფანები ამტკიცებდნენ, რომ ეს ადამიანი "დინამოს" მფლობელ რომან
ფიფიას გარემოცვიდანაა, თუმცა ვერავინ ასახელებს ამ პიროვნების სახელსა და გვარს, ვერც იმას, თუ რა კავშირი აქვს ფიფიასთან. ამიტომ, რისი მტკიცებულებებიც არ გვაქვს, იმაზე ვერაფერს დავწერთ. ვიპ-ლოჟაში, შესაძლებელია, ფეხბურთელის ახლობელიც მოხვდეს. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენი წყაროებითაც ვერ დავადგინეთ, ვინ გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც ფანების პროტესტსა და გინებას გინებით უპასუხა.
კონფლიქტი ტრიბუნებიდან მიქს-ზონის მიმდებარედ გაგრძელდა. აქ ფანები სკანდირებდნენ: "დინამო ფიფიას გარეშე"! იგივე ფრაზა მატჩის მიმდინარეობის დროსაც ისმოდა. ეს სიტყვები "დინამოს" ფანების ერთ ნაწილს ეკუთვნის, რომლებიც ფიფიას მუშაობით უკმაყოფილო არიან და მის წასვლას ითხოვენ.
მომხდარი ფაქტი ცალსახად ნეგატიური შემთხვევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთისთვის არც ისე უცხო ხილი. საკლუბო დონეზე, ჩემპიონატში, ვიპ-ლოჟიდან და ტრიბუნებიდან გინება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა გინებას, რატომღაც, ჯერ შედეგი არ მოუტანია.
"დინამომ" კი ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო და "ნეფთჩისთან" დამარცხდა (1:2). თუმცა შანსები ბოლომდე დაკარგული არაა. საპასუხო მატჩი ბაქოში 14 ივნისს გაიმართება.
სწორია : ფიფიას დინამო
...და ვიდრე ასე იქნება, სხვა რამე უკეთესი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.