რუსული გამოცემა: "ქართველებს აზერბაიჯანელებთან თანაბრად თამაში შეუძლიათ?!"

AutoSharing Option
ხვალ, 14 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბაქოს "ნეფთჩი" თბილისის "დინამოს" მიიღებს.

რუსული strategya მომავალი მატჩის შესახებ წერს:

"საბჭოთა კავშირის დროს ეს კლუბები საკუთარი ქვეყნების სახეს წარმოადგენდნენ, მაგრამ რთული სათქმელია, ახლა ქართველებს რამდენად შეუძლიათ, აზერბაიჯანელებს თანაბრად ეთამაშონ?

"ნეფთჩიმ" 2019 წელს ევროპა ლიგიდან ტულის "არსენალი" ისე გააგდო, მეტოქეს გოლიც არ გაატანინა. ბაქოელებს ძალიან პროგრესირებადი გუნდი ჰყავთ - საკუთარ ჩემპიონატში მათ ჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მომდევნო წელს - ვერცხლი, გასულ სეზონში კი ჩემპიონები გახდნენ.

თბილისურ შეხვედრაში "დინამოს" უპირატესობა ჰქონდა,
მაგრამ რაში შეიძლება გამოგადგეს 60%-იანი ბურთის ფლობა, თუკი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქეს მხოლოდ ერთ სახიფათო მომენტს შეუქმნი? კახა ცხადაძე და სამწვრთნელო შტაბი შეცდომებზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებდნენ, მაგრამ ეს წარმატებისთვის საკმარისი იქნება?

ნაკლებად სავარაუდოა, შთამბეჭდავი შეხვედრა ვიხილოთ. სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმება "დინამოს" 1:0 გამარჯვების შემთხვევაშიც, თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, ფრთხილ მატჩს ველით."

მოგეხსენებათ, პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]

alt"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს

altAzerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"




მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზეა ნათქვამი, ჭირმა თავი არ დამალაო. ყველამ იცის, რომ ნეფტჩი დინამოზე ძლიერია. ეხლა იძახე, არ გაგვიმართლაო.
ერიჰაა
17:30 13-07-2021
0

სიახლეები პოპულარული