თბილისის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის განმეორებითი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "ნეფთჩის" მწვრთნელმა სამირ აბასოვმა უპასუხა:
"ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა - მატჩზე გულშემატკივრები დაუშვეს. დაძაბულობა უკვე ახლავე იგრძნობა. ახლავე ვხედავთ, როგორ აჟიოტაჟში ვითამაშებთ, პასუხისმგებლობის როგორი ტვირთით. საქართველოში ვნახეთ, რამდენად ძლიერი და მომზადებულია მეტოქე. თავად იცით, იქ გახურებული სეზონია. ისინი სრულად მზად არიან და ეს პირველ შეხვედრაში ვიგრძენით. თუმცა კარგი შედეგით დავბრუნდით, რაც ჩვენ მიერ ნაჩვენებ თამაშს არ შეესაბამებოდა. ხვალ ამას გამოვასწორებთ. ადრე გასვლითი მატჩის გოლი მოქმედებდა, ახლა
ასე რაა. საკუთარ თამაშს დავეყრდნობით და ვეცდებით, ყველაფერი გამოგვივიდეს.
ყოველი ფეხბურთელის წასვლა ნეგატიურად მოქმედებს. თბილისში ფეხბურთელები ხშირად კარგავდნენ პოზიციას, რაც ძალიან გვიშლიდა ხელს. ეს განსაკუთრებით ფლანგებს ეხება. არამიშისთვის ეს ოფიციალური დებიუტი იყო და კარგი შთაბეჭდილების მოხდენა არ შეეძლო. ტრანსფერები გვჭირდება, ძალიან ბევრი, რადგან ზოგიერთ პოზიციაზე უბრალოდ არ გვყავს მოთამაშეები.
პირდაპირ ვამბობ, ამჟამინდელი "ნეფთჩი" ძალიან კარგ მდგომარეობაში არ არის", - ციტირებს აბასოვს azerisport-ი.