"ნეფთჩისთან" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:
"უკვე კარგა ხანია ბაქოში არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში დიდხანს ვიმუშავე. ბაქო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია. "ნეფთჩისთან" პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო და მძიმე იყო. ხვალ გაცილებით რთული მატჩი იქნება, რამეთუ ორივე გუნდმა ერთმანეთის სუსტი მხარეები დაინახა და ეცდებიან, ამით ისარგებლონ.
მიუხედავად პირველი შეხვედრის ანგარიშისა, ვერ ვიტყოდი, რომ "ნეფთჩი" ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, რადგან კარში 8 დარტყმა იყო განხორციელებული, რომელთაგან 7 მოგერიებულ იქნა. ორი უხეში შეცდომა დავუშვით და სწორედ
ამან გამოიწვია წაგება, მაგრამ ხვალ ასეთი რამ არ გამეორდება.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ "ნეფთჩი" სუსტია, ეს კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური გუნდია. სახლში არა მეტოქის ძალის, არამედ საკუთარი უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამის გამეორება არ დავუშვათ და მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ.
"ბაქსელ არენა" ტევადობით ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ფეხბურთისთვის ძალიან მოსახერხებელია. ბევრ სტადიონზე ვყოფილვარ, მათ შორის, დიდებზე, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არენა. თან, გარშემო საცხოვრებელი სახლებია, რაც აზერბაიჯანული გუნდისთვის დამატებითი პლუსია, ვინაიდან ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობენ თავს საკუთარ მოედანზე", - ციტირებს ცხადაძეს azerisport-ი.