ცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

AutoSharing Option
ბაქოში ადგილობრივ "ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. "ნეფთჩიმ" პირველ მატჩთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მთლიანობაში ორ შეხვედრაში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში. უპატიებელი შეცდომები დავუშვით, რომელთა გამო წავაგეთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

დამარცხების მიზეზი? ვინმეს დადანაშაულება ძნელია. აქ ყველა დამნაშავეა. არც ერთი გუნდისთვის არაა დასაშვები ამდენი შეცდომის დაშვება", - ციტირებს ცხადაძეს azerisport-ი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
გუნდში რაღაც ხდება, პოლიტიკურ პარტიებივით გათიშულები და ერთმანეზე გადაკიდებულები ჩანან. პასს ან არ აძლევენ ერთმანეთა ან დაგვიანებით და ისიც არასწორად, რომლის მიღება მეტოქეს უფრო ადვილად შეუძლია ვიდრე პარტნიორს.
გაიოზი
15 ივლისი 2021 12:33
1
ფეხბურთელებს კლასი არ ყოფნით, ვერც ვითარდებიან, კონკურენციას თუ ბათუმი გაუწევს, ან დილამ შეიძლება მოუგოს. ეგ არის და ეგ. ასე მიყვებიან დინებას, მორიგ "ჩემპიონობამდე". მაგარი მარაზმია. კვასხვაძემ ხომ თავის თავს აჯობა, მისი სახელობის ქუჩას უნდა დაარქვან ბაქოში თუ არა, განჯაში მაინც.
მერაბი
15 ივლისი 2021 12:05
0
ბენიო იყო სუსტი,ბულკივით ყავდათ დაჭერილი .3-4 ფეხბურთელი თუ არ დაიმატეს ისე არაფერი გამოვა.
Levani
15 ივლისი 2021 01:19
1
ვერ გავიგე რას ერჩიან იაშვილს, ერთადერთი კაცია გუნდში სულ მოძრაობაშია და თამაშის გამწვავებაზეა ორიენტირებული. ამდენ უქნარა ბავშვებში გამოცდილი კაცია საჭირო, რომ აამოძრაოს გუნდი. ჯერ ნემსაძემ აითვწუნა და ახლა კახა აგრძელებს.
გიზოგ
15 ივლისი 2021 12:39
0
უთავმოყვარეო და უსირცხვილოები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გიო
15 ივლისი 2021 14:16
0
კვასხვაძეს ნდობა სჭირდება შემდეგ თამაშებში, არაა ცუდი მეკარე. მაკაბისთან მოგებაც შეიძლება, მთავარია ეს შედეგი დროზე დაივიწყოთ!
რობერტინიო
15 ივლისი 2021 00:22
104
რამდენი ასეთი უნდა დავივიწყოთ?
მაგას არ ჯობია ფიფია "დავივიწყოთ" დინამოდან?
უნივერსალი
15 ივლისი 2021 00:51
1
მაკაბისთან კი არა ბარსელონასთანაც შეიძლება მოგება თუ კარგი ფეხბურთის თამაში შეგიძლია, თუ არადა ფარერებთანაც შეიძლება განადგურდე.
ანზორინიო
15 ივლისი 2021 01:11
0
ყველა გამოხმაურება
სუსტი გუნდი აბა რას ნიშნავს ბატონო ცხადაძე:) საკუთარში იტანს სხვისაში ვერა:)
გოგა
15 ივლისი 2021 13:53
0
სად იყურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რომ დინამო თბილის ისეთ ადამიანს აკონტროლებინებს როგორიც არის ფიფია
gela
15 ივლისი 2021 20:26
1
აქნიე ეგ კომბალივით თავი და იყავი.რა საინტერესოა ვიღას უნდა მოუგოთ.შენ რომ მაღალი დონის სპეციალისტი ყოფილიყავი სადაც მუშაობდი გაგიგრძელებდნენ კონტრაქტს და არ გამოგიშვებდნენ,თავი ყმაწვილო თავი გააქნიე,ჭკუაა საჭირო ჭკუა და აზროვნება ფეხბურთში.კარგი ბიჭები არიან მარა შენ ხარ უაზრო,სხვა რომ არაფერი ისევ ეგ მეკარე როგორ დააყენე შე უაზრო.
სვანსკი
15 ივლისი 2021 14:47
5
თუ ოთხიდან სამი ბურთი ჩვენ თვითონვე გავიტანეთ საკუთარ კარში, რა გამოდის? ჩვენ უფრო მაგრები ვყოფილვართ?!!! (მოგვიგია და ვერ გაგვიგია!)
რიგითი გულშემატკივარი
15 ივლისი 2021 17:27
1

სიახლეები პოპულარული