მაქაცარიას სუპერგოლი, ფრე და "გაგრა" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "გაგრასა" და "სუტიესკას" შორის 1:1 დასრულდა, თუმცა ქართული გუნდი,  სამწუხაროდ, ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მონტენეგროში 0:1 წაგების შემდეგ „გაგრას“ რევანშის აღებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, თავდაუზოგავად იბრძოლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები არ იქმნებოდა და 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. ნიკაჩის თავური მეკარე კერესელიძემ მოიგერია, შემდეგ კი იანჯიჩმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებს საპასუხო გოლის გატანა 64-ე წუთზე შეეძლოთ - მაქაცარიას
პასის შემდეგ სამუშია მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა. მერე ჩერნოგორიელთა შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა მარუშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა.

86-ე წუთზე მაქაცარიამ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ბოლოს „გაგრა“ შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
გაგრა - სუტიესკა 1:1
გოლები: 0:1 იანჯიჩი (51), 1:1 მაქაცარია (86)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე (გაზდელიანი 71), კაკიაშვილი (ვეკუა 59), სულთანიშვილი, სამუშია (მარკოზაშვილი 79), ხაბელაშვილი, გვიშიანი (კიკაბიძე 71), მაქაცარია

სუტიესკა: გილიენი, გრივიჩი, დრინჩიჩი, ბუბანია, სტიეპოვიჩი, კორეა, მატანოვიჩი, ვუკოვიჩი (მიტროვიჩი 87), ერაკოვიჩი, იანჯიჩი (ვუკიჩი 60), ნიკაჩი (მარუშიჩი 66)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მწვრთნელის მონახაზებმა და სტრატეგიამაც ვერ უშველა :)))))
კირკიტ
16 ივლისი 2021 10:51
4
პირველი ნახევარი და მეორე ნახევრის პირველი 15 წუთი არხეინად მინდორზე სეირნობაში თავდაუზოგავად აუჩქარებელ ნელ და ფეხებზე მკიდია ტემპში თამაშობდნენ,თითქოს 7-0 ჰქონდათ მოგებული და პლიაჟზე იყვნენ და არა მინდორზე.
ეს გუნდი უნდა ამოვიდეს უმაღლეს ლიგაში?აქედან მიჰყავთ მარკოზაშვილი სამტრედიაში? მარკოზა რომელიც ბოლო 15 წუთი ათამაშეს და მთელ ამ დროს იმას არკვევდა რა ეკეთებინა და სად იყო მისი პოზიცია?
jango
16 ივლისი 2021 10:27
2
უმაღლეს ლიგაში არ მოვიდეს თორე, იქ ხო გყავს კორიფეები, უმაღლესი ლიგის გუნდივით არ გაპაზორებულა და არ წაუგია არც ორივე თამაში და არც დიდი ანგარიშით... ადრეც მეორე ლიგიდან მოხვდა ევროპაზე და იქ საერთოდ ანორთოსოსს მოუგო. დიდი სიამოვნებით ჩავანაცვლებდი არაერთი უმაღლესი ლიგის გუნდს
Irakli Apkhaidze
16 ივლისი 2021 12:07
0
რა შუაშია 70 წელი? სანამ პრობლემის გადასაბრალებელ ობიექტებს არ გამოვილევთ ტვინებში, მანამდე ასე ვიქნებით
sul2
16 ივლისი 2021 01:52
0
რაც შეეძლოთ,იბრძოლეს და თავი არავის დაუზოგავს,მაგრამ ამაზე მეტი რომ არ შეგიძლია,ეგაა სატირალი.გოლის შემდეგ რა შტურმზე ლაპარაკობთ?საჯარიმოს გარშემო ბურთის გორებას,შტურმს ეძახით?ერთი მცდელობა იყო,კარში დარტყმის და მაშინაც,სულ ცოტა 10 მეტრით მაღლა გადააცდინა კარს.გაგრელებს რა ვუსაყვედურო,მეორე ლიგის გუნდია,მაგრამ საერთო ჯამში,70 წელი,უკლასო საზოგადოებას ვაშენებდით და საბოლოოდ,უკლასო ფეხბურთი ავაშენეთ
სოსო
15 ივლისი 2021 22:08
9

სიახლეები პოპულარული