მაქაცარიას სუპერგოლი, ფრე და "გაგრა" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "გაგრასა" და "სუტიესკას" შორის 1:1 დასრულდა, თუმცა ქართული გუნდი,  სამწუხაროდ, ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მონტენეგროში 0:1 წაგების შემდეგ „გაგრას“ რევანშის აღებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, თავდაუზოგავად იბრძოლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები არ იქმნებოდა და 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. ნიკაჩის თავური მეკარე კერესელიძემ მოიგერია, შემდეგ კი იანჯიჩმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებს საპასუხო გოლის გატანა 64-ე წუთზე შეეძლოთ - მაქაცარიას
პასის შემდეგ სამუშია მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა. მერე ჩერნოგორიელთა შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა მარუშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა.

86-ე წუთზე მაქაცარიამ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ბოლოს „გაგრა“ შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
გაგრა - სუტიესკა 1:1
გოლები: 0:1 იანჯიჩი (51), 1:1 მაქაცარია (86)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე (გაზდელიანი 71), კაკიაშვილი (ვეკუა 59), სულთანიშვილი, სამუშია (მარკოზაშვილი 79), ხაბელაშვილი, გვიშიანი (კიკაბიძე 71), მაქაცარია

სუტიესკა: გილიენი, გრივიჩი, დრინჩიჩი, ბუბანია, სტიეპოვიჩი, კორეა, მატანოვიჩი, ვუკოვიჩი (მიტროვიჩი 87), ერაკოვიჩი, იანჯიჩი (ვუკიჩი 60), ნიკაჩი (მარუშიჩი 66)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მწვრთნელის მონახაზებმა და სტრატეგიამაც ვერ უშველა :)))))
კირკიტ
10:51 16-07-2021
4
პირველი ნახევარი და მეორე ნახევრის პირველი 15 წუთი არხეინად მინდორზე სეირნობაში თავდაუზოგავად აუჩქარებელ ნელ და ფეხებზე მკიდია ტემპში თამაშობდნენ,თითქოს 7-0 ჰქონდათ მოგებული და პლიაჟზე იყვნენ და არა მინდორზე.
ეს გუნდი უნდა ამოვიდეს უმაღლეს ლიგაში?აქედან მიჰყავთ მარკოზაშვილი სამტრედიაში? მარკოზა რომელიც ბოლო 15 წუთი ათამაშეს და მთელ ამ დროს იმას არკვევდა რა ეკეთებინა და სად იყო მისი პოზიცია?
jango
10:27 16-07-2021
2

სიახლეები პოპულარული