როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც იოლად სძლია სან-მარინოს „ტრე პენეს“ (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი მატჩის 4:0 მოგების შემდეგ ბათუმურ გუნდს პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა საბოლოო გამარჯვება, საკუთარ მოედანზეც უპრობლემოდ დაჯაბნა მეტოქე და მეორე რაუნდში "ბატეს" დაუპირისპირდება - 22 და 29 ივლისს.
დინამო (ბთ) - ტრე პენე 3:0
გოლები: 1:0 სანოგო (16), 2:0 მანჯგალაძე (47), 3:0 ფლამარიონი (51)
დინამო (ბთ): კუპატაძე, ნავალოვსკი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, გაფრინდაშვილი, ტეიდი (ალთუნაშვილი 46), ზარია (მამუჩაშვილი 75), მანჯგალაძე (ფანცულაია 62), შინდაგორიძე (ფლამარიონი 46), სანოგო (ჯიღაური 61)
ტრე პენე: მიგანი, მაიკონი (კასადეი 65), პალაცი, სარტორი, ბოჩიოლეტი, ვანდი, რიგინი (ზონზინი 73), სემპრინი, სანტონი, ბადალასი (სიმონჩელი 73), პიერი (კოსტა 63)